x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
მსახიობ გიორგი მახარაძის დასახმარებლად!
image
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ, გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. იგი საზოგადოებამ, სერიალებიდან "ტიფლისი" და "ჩემი ცოლის დაქალები" უფრო უკეთ გაიცნო. სწორედ მაქსიმეს როლმა განაპირობა მისი პოპულარობა. მსახიობის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია, რეჟისორმა, მარიამ ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა:

image

"მეგობრებო ვწუხვარ რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს!!! მსახიობს გიორგი მახარაძეს სამწუხაროდ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით. 599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა)."

image

შეგახსენებთ, რომ გიორგი მახარაძე მარიამ როინიშვილის ქმარი იყო, წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდა და მათ ერთი ქალიშვილი, ელენე ჰყავთ.



დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე:

GE16TB7747845061100065

მიმღები: თეონა ჩივაძე

image


image

image

0
92
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0