x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76238
  • ვიდეო:328891
  • სურათი:432447
სააკაშვილის "გეგმა ბ" - საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადასვლა

image


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, უკრაინა დატოვოს და საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავიდეს. სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, მან ნიდერლანდების სამეფოში გამგზავრების ნებართვა ადვოკატის დახმარებით მოითხოვა, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო, რასაც თავად არ ადასტურებს. ჰოლანდიაში მის წასვლა სალოგიკურად მიიჩნევს პოლიტოლოგთა ნაწილიც.


"ნიდერლანდების სამეფო მზადაა "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის - მიხეილ სააკაშვილისმისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბეზეისტრამ, - ის დაქორწინებულია ჰოლანდიელზე და თუკი პასპორტის ასაღებად განცხადებას წარადგენს, ნიდერლანდების კანონმდებლობით, ეს შესაძლებელი იქნება".


სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით კი, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ნიდერლანდებისსამეფოში გამგზავრების ნებართვა ადვოკატის დახმარებით მოითხოვა. როგორც სააგენტო წერს, "სააკაშვილმა ჰოლანდიის მიგრაციულ სამსახურს მიმართა და მეუღლე სანდრა რულოვსთან ოჯახისგაერთიანება მოითხოვა".


"მიგრაციულმა სამსახურმა დაადგინა, რომ სააკაშვილს შეუძლია, ნიდერლანდებში დროებით ცხოვრებისუფლება მიიღოს", - განაცხადა ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროსოფიციალურმა წარმომადგენელმა კეტრინ დოკმა.


თავად სააკაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ უკან დახევას არაპირებს. მისი თქმით, მოქალაქეობას რამდენიმე ევროპული ქვეყანა სთავაზობს, თუმცა ის თავისიუფლებების დასაცავად უკრაინაში დარჩენას აპირებს.


"ნიდერლანდების ვიზა არ მჭირდება. პირველ რიგში, მე უკვე ვიყავი დასავლეთში და ნებისმიერ დროსშემიძლია, წავიდე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. მე შემოთავაზება მაქვს არა ვიზაზე, არამედ - მოქალაქეობაზე რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, უფრო მეტიც, მათი წამყვანი პოლიტიკოსებისგან. მეავტომატური უფლება მაქვს ნიდერლანდების მოქალაქეობაზე, რადგან ჩემი ოჯახი ჰოლანდიიდანაა. აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან მიწვევენ სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პრობლემა არარის, შემიძლია, ნებისმიერ დროს წავიდე", - განაცხადა "ნიუს ონთან" საუბრისას სააკაშვილმა. მისივეთქმით, მას საზღვარგარეთის პასპორტი არც აქვს, თუმცა "კიდევ ერთხელ ვამბობ: ნებისმიერი ევროპულიქვეყანა შემიშვებს და ეს არავისთვისაა საიდუმლო".


ჰოლანდიაში მის წასვლას ალოგიკურად მიიჩნევს პოლიტოლოგთა ნაწილი. პოლიტოლოგ გიახუხაშვილის თქმით, ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს - თუ დასავლეთმა ან აშშ-მა აიძულა ამნაბიჯის გადადგმა.


"ვიზის მოთხოვნის ლოგიკას ვერ ვხედავ. ამდენი პოლიტიკური სისხლისღვრის შემდეგ ადგეს დაწავიდეს, ალოგიკურად მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ამას სერიოზული შემზადება დასჭირდება. მაგრამდაველოდოთ მოვლენების განვითარებას.


"რევოლუციას არავინ არ აწყობს, მას თავის თავს უწყობს ხელისუფლება. რევოლუციური სიტუაციაგარედან არ იქმნება, იქმნება პრობლემების გამო. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საკმარისადდისკრიდიტირებულია იმისათვის, რომ იქ რაღაც პრობლემები შეიქმნას. მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფრისბელადი სააკაშვილი იყოს. ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს, იქ სააკაშვილზე უფრომძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამ პროცესს წაიყვანენ.


"ჰოლანდიის ვიზაზე საუბარი გადაჭარბებული მგონია. ეს ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ დასავლეთმა ან ამერიკელებმა უთხრეს, რომ ასე მოიქცეს, თორემ პოლიტიკურ ლოგიკაში ასეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ", - ამბობს ხუხაშვილი.


თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს იყოს სააკაშვილის "გეგმა ბ" დავითარების დაძაბვის შემთხვევაში მოიყვანოს სისრულეში.

"თუ ეს ინფორმაცია სწორია და მან მართლაც მოითხოვა ვიზა, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი იტოვებს უკანდასახევ გზას იმ შემთხვევისთვის, თუ მასთან დაკავშირებით პროცესები კიდევ უფრო გართულდება. არმგონია, მან უკრაინა დატოვოს და ასე ადვილად წავიდეს, მაგრამ ეს იქნება "გეგმა ბ". უკრაინაშიმთავრობის რეიტინგი არ არის მაღალი, თუმცა საზოგადოებაც რევოლუციისთვის არ არის მზად. ვერცსააკაშვილი და ვერც სხვა ვერ მოახერხებს რევოლუციის მომწიფებას.


"მან რადიკალური ნაბიჯები რამდენჯერმე გადადგა, თუმცა უკურეაქცია მიიღო. უკრაინის საზოგადოებისდიდი ნაწილი რევოლუციისთვის არ არის მზად, თორემ სააკაშვილისთვის ეს მიღწევა იქნება, რადგან იგიამ პროცესში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში", - გვითხრა კაკაჩიამ.

წყარო: რეზონანსი

3
725
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
725
  
2017, 29 დეკემბერი, 11:47
ზოგჯერ ტაქტიკური უკანდახევა ჯობია, ლინჩის წესით გასამართლებას. :D
2017, 29 დეკემბერი, 7:31
მიშას უკან დახევა არ ჩვევია :D
2017, 26 დეკემბერი, 10:32
რა თქმაუნდა რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გლობალური პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ცალკეულ პიროვნებებზეც ბევრია დამოკიდებული, ასე რომ "თუ დასავლეთმა ან აშშ-მა აიძულა ამნაბიჯის გადადგმა'' ეგეთი განცხადებები არასერიოზულად მიმაჩნია, მითუმეტეს რომ ჯერჯერობით არაფერი არაა გარკვეული და პრეზიდენტ სააკაშვილს წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელოდდება.
0 1 3