x
image
alex999
Mediator image
ალქიმიკოსი, რომელმაც აღმოაჩინა უკვდავება და უამრავ საიდუმლოსთან ერთად გაქრა!
თქვენი აზრით, რამდენად რეალურია უკვდავების კონცეფცია? - არსებობს თუ არა ადამიანი, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა და უკვდავია? ალბათ პასუხები გაქვთ კითხვაზე თუმცა, რაღაც დონეზე ეჭვი მიანც გეპარებათ. XX -საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი ალქიმიკოსი ფულკანელი, რომელიც ასევე ძალიან დიდი საიდუმლოებებით იყო სახელგანთქმული. ამ ალქიმიკოსის შესახებ, ჩვენს საუკუნეში ბევრს აღარ საუბრობენ, თუმცა მისი დავიწყება შეუძლებელია!


image


ფულკანელი - წარმოადგენდა XX საუკუნის იმ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ, საიდუმლოებებით მოცულ და ლეგენდად ქცეულ ალქიმიკოსის და ოკულტისტის ფსევდონიმს, რომლის ნამდვილი ვინაობა დღემდე არ არის დადგენილი.მიუხედავად იმისა, რომ მისი პიროვნება იმთავითვე ლეგენდად იქცა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი არაფერია და ყოველივე დღემდე საიდუმლოებებით არის მოცული.


image


XX -საუკუნის აღიარებული ალქიმიკოსი, ზედმეტსახელად ფულკანელიმ 1922 წელს დაწერა წიგნი სათაურით -"საიდუმლოებების ტაძარი" რითაც მოახერხა ყველა ცნობილი ქიმიკოსის და მეცნიერეის ყურადღების მიპყრობა. პერიოდის საუკეთესო ალქიმიკოსი, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იდგა სხვა ქიმიკოსებისგან. მან შეასრულა ძალიან ბევრი ურთულესი ექსპერიმენტი, რომელსაც ვერ ბედავდნენ სხვა ცნობილი ქიმიკოსები. როგორც ცნობილია, მან საოაცარ აღმოჩენას მოაწერა ხელი, თუმცა ეს ფაქტიც გასაიდუმლოებულია.


image



ტყვიის გადაქცევა ოქროდ!


ფულკანელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მასზე ცნობილ ინგლისელ მწერალმა, ლუის პავლესმა ისაუბრა თავის ჯადოსნურ წიგნში, სახელწოდებით "ჯადოქრების განთიადში". წიგნში ნახსენებია ის ფაქტიც, რომ ფულკანელიმ ტყვია გადააქცია ოქროდ - ამ ფაქტს ასევე ესწრებოდნენ მსახიობი ჯინ-ჯულიენ ჩემპენი და ქიმიკოსი გესტონ საუვეჯი.


image


ფულკანელის გაქცევა საფრანგეთიდან!


ფულკანელიმ 1926 წელს დატოვა პარიზი და მას შემდეგ 1936 წლამდე იგი არავის უნახავს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელი აგენტები ფალკონელის ეძებდნენ მთელი საფრანგეთის მასშტაბით, თუმცა შედეგი მაინც ვერ მიიღეს.


ცნობისთვის 1945 წელს, ფულკანელი შეხვდა ამერიკელ გენერალს და მას ესაუბრა ატომური იარაღის საშიშროების შესახებ, თუმცა მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მაინც არ გავრცელდა.


image


იგი ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია სიბერის დამარცხება და უკვდავება!


1953 წელს, ფულკანელის მოსწავლე კანსილეტი შეხვდა თავის მასწავლებელს (ისტორიული წყაროები). კანსილეტის თქმით, ფულკანელი 1926 წელს უკვე 80 წელს იყო მიღწეული, თუმცა 27 წლის შემდეგ, ის გამოიყურებოდა ისე, როგორც 50 წლის მამაკაცი. ფულკანელის ქიმიის მასწავლებელის ვინაობა ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა მისი მოსწავლის მტკიცებით, ფულკანელიმ ქიმია შეისწავლა XV საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ქიმიკოსისგან - ბასილ ვალენტინისგან.


image


ორგანიზაცია არსებობას კვლავ განაგრძობს!


როგორც საიდუმლო წყაროებიდან გახდა ცნობილი, ფულკანელის მოსწავლეების მიერ შექმნილი საიდუმლო ორგანიზაცია დღემდე განაგრძობს არსებობას. ისინი სწავლობენ უკვდავების დამარცხებას და ატარებენ უამრავ ექსპერიმენტებს. ფულკანელის მოსწავლეები იყვნენ ცნობილი პირები: ეუგენ კანსილეტი (მისი ერთგული მოსწავლე), ჟან-ჯულიენ ჩემპენი(მსახიობი) და ჯულს ბუჩერი (ქიმიკოსი) - ორგანიზაციას ჰქვია ჰელიოპოლისი.


image



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ბოშების მდიდრული და გაბრწყინებული ქალაქი! მათთვის სიღარიბე არ არსებობს....

2. ოუმუამუას საიდუმლო ამოხსნილია!

3. უცნაური კადრები ანტარქტიდის წყლებიდან - არსებობენ თუ არა გიგანტური არსებები?!

4. 8 საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძარღვებს!

5. მინერალი, რომელიც 1000 ჯერ უფრო აჩქარებს მონაცემთა გადაცემას!

0
3156
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0