x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა დაგიჯდებათ 2018 წლის დახვედრა?
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სურსათზე ფასები თანდათან მატულობს და 31 დეკემბრამდე, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

საახალწლო სუფრისათვის არაერთი პროდუქტია საჭირო, რაც, რა თქმა უნდა, ფინანსებთანაა დაკავშირებული. მოდით, გადავხედოთ, რა ფასებია დღესდღეობით ბაზარზე:

დავიწყოთ ნიგვზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პროდუქტია საახალწლო სუფრისათვის, მისი ფასი 25 ლარიდან იწყება და 35 ლარამდეა.

ხორცეულობა: 1 კგ. ქათამი 8-10 ლარი ღირს, საშუალო ინდაური კი 20 ლარამდე, გოჭი 100-120 ლარი. ღორის ხორცი დაახლოებით 13-14 ლარი ღირს, საქონლის ხორცს კი 14-დან 20 ლარამდე შეიძენთ.


ხილი.

image

ვაშლის ფასები 2 ლარიდან იწყება, ქართული ფორთოხალი 150 ღირს, ბერძნული კი-2, 50-3ლარი.მანდარინი 2-დან 3 ლარამდე მერყეობს, ყურძენი დაახლოებით 4ლარი ღირს, 1კგ.ბანანი 3, 50, ბროწეული 3ლარი.

ბოსტნეული.

image

კიტრი 3ლარი, პომიდორი-4-5ლარი, კარტოფილი-1-1, 2, ხახვი- 1, კომბოსტო-50თეთრი, სტაფილო და ჭარხალი -1, 5, ბადრიჯანი -4ლარამდე, გოგრა-50-60 თეთრი.

ტკბილეული.

ჩურჩხელა 2, 50 ლარი, კარალიოკის ჩირი -4-დან 12 ლარამდეა, შოკოლადების ფასი კი 6 ლარიდან იწყება.

მოკლედ, საახალწლო სუფრისათვის არც თუ ისე მცირე თანხაა საჭირო, მაგრამ ქართული ტრადიციიდან გამომდინარე, ყველა ოჯახი სავსე სუფრით შეხვდება.ღმერთმა შეძლება მოგვცეს ყველას და მრავალ შობა-ახალ წელს დაგვასწროს!


0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0