x
კონსტანტინოპოლის აღებიდან ტიტების ეპოქამდე

image

მას შემდეგ, რაც სულთანმა მეჰმედ მეორემ (1432-1481) 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლი აიღო ოსმალეთი გარკვეულწილად გახდა ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელთანაც აუცილებელი იყო ურთიერთობა.
ოსმალეთის იმპერიამ დიდი კულტურული მონაპოვარი მიიღო მანამდე არსებული ისლამური და თურქული სახელმწიფოებისგან. ის იყო ეკონომიკურად და პოლიტიკურად თვითკმარი და დიდი იმპერია. მას ჰქონდა საზღვარი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. იგი ფლობდა ტერიტორიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და შესაბამისად, ის იყო პირველი ქვეყანა, რომელშიც დასავლური მეცნიერება განვითარდა. თუმცა, იმის გამო, რომ ოსმალები საკუთარ თავს თვლიდნენ ევროპელებზე მაღლა რელიგიურ და კულტურულ საკითხებში (და არა სამხედრო სფეროში), ისინი შერჩევით ითვისებდნენ მეცნიერებებს. ოსმალები თავდაპირველად არ თვლიდნენ საჭიროდ მიჰყოლოდნენ ევროპაში მეთოთხმეტე საუკუნეში დაწყებულ"რენესანსსა" და "სამეცნიერო რევოლუციას". ხოლო, როდესაც მათ შეამჩნიეს ევროპული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის უბადლო აღმასვლა და ევროპელთა გასაოცარი სამხედრო ძლიერება, რომელიც გამოჩნდა, როგორც ინდუსტრიული რევოლუციის შედეგი, ინდუსტრიული რევოლუციის დასრულებამ აჩვენა ევროპელთა უპირატესობა ოსმალებზე და ოსმალებმა დაიწყეს ევროპული ტექნოლოგიების ათვისება.
მე-17 საუკუნეში ოსმალეთში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი დასავლურ სამყაროში განვითარებული მეცნიერებების, ახალი დარგებისა და ტექნოლოგიების სწრაფად გადმოღების მიმართ. ამის მისაღწევად ოსმალები მიმართავდნენ 2 მეთოდს: 1) ოსმალო დესპანები მიდიოდნენ ევროპაში, პირადად აწარმოებდნენ დაკვირვებას და წერსნენ შრომებს, რომელთაც ეწოდებოდათ სეფარეთნამე–ელჩობა. 2) განათლების თანამედროვე ინსტიტუტების პოვნა, რომელმაც გახსნა დაიწყო მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში. ამისათვის ოსმალები ევროპაში აგზავნიდნენ სტუდენტებს განათლების მისაღებად.
ოსმალეთის იმპერიამ ევროპული კულტურის გადმოღება დაიწყო აჰმედ მესამის (1703-1730) დროს. სწორედ მის და დამად იბრაჰიმ ფაშას (ვეზირი იყო აჰმედ მესამის დროს) სახელთან არის დაკავშირებული "ტიტების ეპოქა" (ლალე დევრი) 1718-1730წწ. ამ პერიოდის დასაწყისად მიიჩნევა 1718 წელს ხელმოწერილი ზავი, ერთის მხრივ ოსმალეთსა და მეორეს მხრივ ავსტრიასა და ვენეციას შორის. ამ დროს დაარსდა სტამბა (1727), დაიბეჭდა პირველი წიგნი (1729) არაბულ-თურქული ლექსიკონი, შეიქმნა ქაღალდისა და ნაჭრის ფაბრიკები. სტამბის დაარსება დაკავშირებულია იბრაჰიმ მუთეფერრიკას სახელთან, რომელიც იყო კარტოგრაფი, ასტრონომი, დიპლომატი, მთარგმნელი, ოსმალი სახელმწიფო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიაში სტამბის დაარსებამ ხელი შეუწყო წიგნების გადათარგმნას, დაბეჭდვასა და მათ მოსახლეობამდე მიტანას, რასაც გავლენა უნდა მოეხდინა მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებაში. თუმცა სტამბის დაარსებას წინ ნაღუდგნენ ხატიბები-მთარგმნელები, რომელთა როლიც იმპერიაში შემცირდა, ისინი დარჩნენ უსამსახუროდ. ევროპული მეცნიერებების გადმოღების წინააღმდეგნი იყვნენ იანიჩრები, რომელთაც გადატრიელება მოახდინეს, სულთანი აჰმედი ჩამოაგდეს და მოკლეს. აჰმედ მესამის მიერ ევროპული განათლების გადმოღების მცდელობა დროებით პასუხგაუცემელი დარჩა.

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხაბულიანი
მარიამ ხაბულიანი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0