x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბანანი შოკოლადში-საახალწლო დესერტი
image

თუ არ იცით ან ვერ გადაგიწყვეტიათ, რა მოამზადოთ საახალწლო სუფრისთვის დესერტად, გთავაზობთ შოკოლადიანი ბანანის რეცეპტს. სასარგებლოცაა და საკუთარი ხელით მომზადებული-უფრო გემრიელიცაა.

ინგრედიენტები:

ბანანი-3ც.


შავი ან რძიანი შოკოლადის ფილა-1ც

ქოქოსის ფანტელი


შოკოლადი დაამტვრიეთ, მოათავსეთ ჯამში და გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

მწიფე(მაგრამ არა გადამწიფებული!) ბანანი დაჭერით სასურველი სისქის ნაჭრებად. ამოავლეთ თითოეული მათგანი გამდნარ შოკოლადში, შემდეგ კი ქოქოსის ფანტელში. დაალაგეთ პერგამენტზე და შედგით მაცივარში გასაციებლად.

ქოქოსის ფანტელის ნაცვლად შეგიძლიათ დაქუცმაცებული მიწის თხილი ან გატარებული ნიგოზი გამოიყენოთ.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0