x
image
გემი დალანდი
საახალწლო სალათა ,,ძაღლი"
image

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე-მოხარშული-300 გრ.

სიმინდის კონსერვი


კამა

კიტრი-2ც.

მაგარი ყველი-100 გრ.

მაიონეზი

მარილი გემოვნებით


გასაფორმებლად:

მოხარშული კვერცხი-3ც.

დამარინადებული კიტრი-2ც.

ძეხვის ნაჭერი

მიხაკი-6ც. ან შავი პილპილის მარცვლები


ქათმის ფილე დააქუცმაცეთ, კიტრი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით, დაუმატეთ სიმინდი, გახეხილი ყველი, კამა, მაიონეზი და კარგად აურიეთ.

გადაიტანეთ მასა თეფშზე და მიეცით ძაღლის თავის ფორმა, როგორც სურათზეა.

მოხარშული კვერცხის ცილა გახეხეთ და გააფორმეთ ძაღლის ყურები და ცხვირი. გულებით კი დანარჩენი ნაწილი დაფარეთ. ძეხვის ნაჭრისგან ენა გაუკეთეთ, დამარინადებულ კიტრს მოაჭერით ბოლოები და გაუკეთეთ თვალები და ცხვირი, თვალებზე მაიონეზით შეგიძლიათ პატარა თეთრი რგოლები გაუკეთოთ, რომელსაც შუაში პილპილის მარცვლებს ჩაუსვამთ.პილპილის ან მიხაკის ჩხირებით გაუფორმეთ ცხვირიც.

გემრიელად მიირთვით)




0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0