x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73413
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429067
"თუკი რამ იყო სუფთა, ალალი და პატიოსანი ამ ქვეყანაში, იყო ღვინო" - აკა მორჩილაძე ქართულ ღვინის შესახებ

image

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე (იგივე გიო ახვლედიანი) თავის მცირე რომანში, "ვენერას სიზმარი" ერთ-ერთ ჩანართს ქართულ ღვინოს და ქართველებისთვის ღვინის ფენომენის მნიშვნელობას უძღვნის. მწერლის აზრით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქართველებმა ძველი და ნამდვილი ღვინო დავივიწყეთ.

"ეს იყო ქვეყანა, რომელმაც ღვინო დაივიწყა და დაიტოვა მხოლოდ სადღეგრძელო. ეს სისულელე იყო, ვინაიდან მთელმა მსოფლიომ დაადასტურა, რომ ღვინო აქ მოიგონეს, რაც, მართალია, ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ არ გამორიცხავს იმას, რომ აქ უფრო ადრე ჩაჭყლიტეს ყურძენი თიხის ჭურჭელში, ვიდრე იქ. თანაც, აქ ისე არა თვრებოდნენ, რომ თავისი ქალიშვილები ვერ ეცნოთ. ლოტი რომ გაილეშა, ამ მხარეში კარგა ხნის ნასწავლი ექნებოდათ არგალეშვის ხელოვნება. რვა, ათი, ოცი ათასი წლის წინანდელ, მიწაში დაფლულ და არქეოლოგთაგან აღმოჩენილ ჭურჭლებში ყურძნის წიპწებია ჩარჩენილი. ერთხელ, ერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ქვეყნის მაშინდელი მეთაური მოვიდა და ქეიფიც ატყდა.

image

შუა სმაში არქეოლოგებმა გამოიტანეს ექვსი ათასი წლის უცნაური რამ სასმისი, თიხისა, ზიარჭურჭლის ყაიდაზე ნაძერწი ძველ ოსტატთა მიერ, მეტად ლამაზი და გაუბზარავი ასეულ საუკუნოთა განმავლობაში. ამის დამნახავმა ქვეყნის მეთაურმა ყელში მობჯენილ ბურთს ვეღარაფერი მოუხერხა, არქეოლოგებმა კი უთხრეს, ამ სასმურით ექვსი ათასი წელიწადია, არავის დაულევნია და მოდი, ახლა თქვენ დალიეთ ამ ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოო. გულაჩქროლებული თავკაცი მოწიწებით დასცქეროდა სასმურს, მერე დასუნა კიდეც და ცრემლი ვეღარ შეიკავა, დახეთ, ბიჭებო, ვინა ვართ და რა ვართ, ამდენი საუკუნეა და ამ კოხტა სასმისს ნუნუას სუნი მაინც ასდისო. ყველამ აიტაცა ეს ამბავი, თუმცა აღარ გაუმხელიათ, რომ ამ ძველი სასმურით წარამარა სვამდნენ ღვინოს. იხილეთ მეტი

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0