x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვისხე მოგლიჯა (ვიდეო)
image


უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთის რეგიონში. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.


ძლიერმა ქარმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, ხეები მოგლიჯა სიღნაღსა და დედოფლისწყაროში. ქარმა საახალწლო განათებებიც დააზიანა. დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე წაქცეულია მთავარი ნაძვისხე. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.


როგორც „ენერგო-პრო“-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში ჟანა დიდებაშვილი ამბობს, კომპანიის წარმომადგენლები ხარვეზების აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.



0
137
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0