x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
15 დამაფიქრებელი ფრაზა ფილმებიდან
image


ადამიანებზე ყველაზე დიდი გავლენას ძირითადად წიგნები, მუსიკა და ფილმები ახდენენ. ფილმები ცხოვრებაა ან პირიქით, ცხოვრებაა ფილმი. ეს ის ფრაზებია ფილმებიდან, რომლებიც აუცილებლად დაგაფიქრებთ:

1. “მე დავდექი მაგიდაზე, რათა შევახსენო საკუთარ თავს, რომ საგნებს სხვა ხედვის წერტილიდანაც უნდა შევხედო." - “მკვდარი პოეტების საზოგადოება"

2. “ცხოვრება ეს ტანგოა, სადაც მთავარი მოძრაობაა.თუ გაჩერდები-შეწყდება ცეკვა, თუ გაჩერდები-შეწყდება სიცოცხლე." - “ქალის სურნელი."


3. “ფანტაზია იმით განსხვავდება რეალობისგან, რომ ის სიმართლესთან უფრო ახლოს არის." - “წლის მამაკაცი"

4. “არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ." - “ფესვები"

5. “არასდროს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას.გაქვს ოცნება?მორჩა.მას უნდა მისდიო.სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ.არ დაიჯერო...თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად.ათვლა დაიწყო!" -, , ბედნიერების კვალდაკვალ"

6. “ჩვენ იდეას ვიხსენებთ და არა ადამიანს.ის შეიძლება მოკვდეს, მაგრამ იდეამ შეიძლება წლების მერე სამყარო შეცვალოს." - “V ნიშნავს ვენდეტას."

7. “შეუძლებელი-ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელიც მისთვის არ მისწავლებია."- “ჩემი სამყარო"

8. “შიში ყოყმანის საფუძველია, ყოყმანი კი შენს ყველაზე კოშმარულ შიშებს რეალობად აქცევს." - “ტალღის ქიმზე"

9. “ყველა ამბავს აქვს დასასრული, მაგრამ ცხოვრებაში, ყოველი ახალი დასასრული, ახალი დასაწყისია." - “ქალაქელი გოგონები"

10. “ იმედი მაქვს ცხოვრობ ცხოვრებით, რომლითაც ამაყობ.და თუ აღმოაჩენ, რომ არა, გეყოფა ძალა, რომ თავიდან დაიწყო ყველაფერი." - “ბენჟამენ ბატონის უცნაური ამბავი"

11. “ცხოვრება ნაყინივითაა, სანამ დადნება უნდა დატკბე." - “ჩემი სამყარო"

12. “ აქ შემთხვევით არ ვარ." - “შეპყრობილი"

13. “გამარჯვებისთვის რამდენი თვალი გჭირდება?ერთიც მეყოფა, ბოს."- “გოგონა მილიონ დოლარად"

14. “ადამიანი საკუთარი შესაძლებლობებით კი არ ისაზღვრება, არამედ არჩევანით, რომელსაც ის ცხოვრებაში აკეთებს." - “ჰარი პოტერი"

15. “ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ასე რომ: დაარღვიეთ წესები, დაემშვიდობეთ მალე.აკოცეთ ნელა.გიყვარდეთ მთელი გულით, იცინეთ და არაფერი ინანოთ, რამაც გაგაღიმათ." - “ვედრება"

სტატია დაიწერა ინტერნეტ ჟურნალ “მოტივაციისთვის."

0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0