x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეგრული ენაა თუ დიალექტი? (ნაწილი III); ინტერვიუ ზუგდიდელ პროფესორ ბატონ რევაზ შეროზიასთან

ჩემ მიერ გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ ბატონ ტარიელ ფუტკარაძესთან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია; ზოგიერთი ადამიანი რატომღაც ძალიან გაღიზიანდა, ნამდვილად კი ჩვენ მხოლოდ საკითხის არგუმენტირებულად დასაბუთება და საზოგადოებისათვის ჯანსაღი აზრის მიწოდება გვსურდა.

ვაგრძელებ საკითხის განხილვას და გთავაზობთ სატელეფონო ინტერვიუს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ რევაზ შეროზიასთან, რომელმაც კარგად იცის თავისი მშობლიური კუთხის ისტორია; საინტერესოა, რას ფიქრობს იგი ამ ყოველივეზე:

image


-მოგესალმებით ბატონო რევაზ, საინტერესოა, თქვენი თვლსაზრისი მეგრულის სტატუსთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, მეგრული ენაა თუ დიალექტი და რატომ ფიქრობთ ასე?


-დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ ყველამ ვიცით-ენა არის სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ნაწილებისაგან; სისტემურად ქართველთა არც ერთი კუთხური მეტყველება (მეგრული, კახური თუ ქართლური) სისტემური არაა და შესაბამისად წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით მათ ვერ ჩავთვლით "ენად". ერი არსებობს იმ შემთხვევაში თუ მას აქვს ერთი სააზროვნო სისტემა, იგი მთლიანი ერთეულია და არ შეიძლება მისი დაყოფა სხვადასხვა ენობრივ ერთეულად; ენას ქმნის ხალხი, სალიტერატურო ქართული უკვე ოც საუკუნეს ითვლის და მის განვითარებაში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა; მრავალი საუკუნის განმავლობაში ასეულობით ხელნაწერი (პოეტური, მხატვრული, სამეცნიერო) იქმნებოდა ზუგდიდში და დღესაც იღებს მონაწილეობას ამ ყოველივეში, მაგალითად, 2017 წლის 24 მაისს, დადიანების სასახლეში "ვეფხისტყოსანი" გადაწერეს და მონაწილეობა მიიღეს 21-ე საუკუნის ხელნაწერის შექმნაში. ტერენტი გრანელი და კონსტანტინე გამსახურდია სალიტერატურო ქართულით წერდნენ, განა სულელები იყვნენ? გავიმეორებ, რომ სალიტერატურო ენა ოც საუკუნეზე მეტი გვაქვს, ანდრია პირველწოდებული ვერ გაავრცელებდა ქრისტიანობას ისე თუ არ გვექნებოდა სახარება ქართულად ნათარგმნი. მთელმა ერმა, მთელმა საქართველომ შექმნა ქართული სალიტერატურო კულტურა, ჩვენ გვაქვს ერთი სააზროვნო სისტემა, რომლის დაყოფა-დანაწილება შეუძლებელია და ეს კარგად უნდა გავითავისოთ. ქართველები ერთი მთლიანი ეთნოსი ვართ და, შესაბამისად, ერთ ეთნოსს ვერ ექნება სამი-ოთხი ენა.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

ინტერვიუ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან მეგრულის სტატუსთან დაკავშირებით

მეგრული ენაა თუ დიალექტი? (გამოკითხვა)

7
1114
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1114
  
2021, 28 აპრილი, 11:47
"ამით უნდათ ჩვენი ერის სხვა და სხვა ეროვნულ გაერთიანებებად წარმოჩენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია"

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე, 2010 წ.
2021, 28 აპრილი, 11:45
"როდესაც ჩვენს წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომელნიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ"

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე, 2010 წ.
2021, 11 აპრილი, 16:14
ჩემი უღრმესი პატივისცემა და სიყვარული მეგრელ და საქართველოს ყველა კუთხის შვილებს.კოლხებს, რა თქმა უნდა, საკუთარი დამწერლობა უნდა ჰქონოდათ ფარნავაზამდე ბევრად ადრე.სხვაგვარად ბევრი რამის გათვალისწინება შეუძლებელია.შეუძლებელია აიეტს დამწერლობის გარეშე ემართა სახელმწიფო, ან კირკესა და მედეას თავიანთი მიზნებისთვის მიეღწიათ. მაგრამ საკითხავი ისაა, როგორი ან რომელი დამწერლობა ჰქონდათ - პიქტოგრაფიული თუ ანბანური. თუ ცნობილ ფესტოს დისკოს წარწერის შესახებ გია კვეშელავას თეორიას დავეყრდნობით ( მის კოლხურ წარმოშობას ბევრი უცხოელი სპეციალისტი ითვალისწინებს), მაშინ გამოდის, რომ კოლხებს, მეგრელებს, პიქტოგრაფიული დამწერლობა ჰქონდათ, რადგან ფესტოს დისკო დაახლოებით ძვ. წ.აღ-ის 18-16 საუკუნეებით თარიღდება. აიეტის, მედეას და კირკეს ამბები კი ძვ. წ.აღ.-ის მე-14 საუკუნეს მიეკუთვნება.სწორედ ამ დროს - ძვ. წ.აღ.-ის მე-14 საუკუნეში - ითვისებენ ელინელები პელაზგებისა ეტრუსკების ტერიტორიებს და მკვიდრდებიან ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა", "არგონავტების მითები სწორედ ამ ბრძოლაზე მოგვითხრობენ. ანუ ძველი ბერძნული სამყარო კიდევ უფრო ძველად ეკუთვნოდათ კოლხებს,რომლებსაც ჰქონდათ პიქტოგრაფიული დამწერლობა (რასაც ფესტოს დისკო ამტკიცებს)და რომელიც სავარაუდოდ, ელინებმა ნელ-ნელა მთლიანად გაანადგურეს და საკუთარი ანბანური დამწერლობა გაავრცელეს კოლხეთის ძველ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ფარნავაზს, ფარნავაზის დროს რომ მრგვლოვანი წარწერა უკვე იყო, ამას ნეკრესის წარწერები მოწმობენ,რომლებიც ძვ.წ.აღ-ის 1-ელ - მე-3 საუკუნეებს მიეკუთვნებიან. ალბათ, აღმოჩნდება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოშიც, არტეფაქტები,რომლებიც ნათელს მოჰფენენ ამ საკითხს.
2019, 13 ნოემბერი, 14:54
რატომ ჩამოვიდა ფარნავაზი ეგრისში? რატომ სთხოვა მან დახმარება ეგრისის მეფეს? ჯერ ისიც გასარკვევია სთხოვა თუ არადა მერე ისიც თუ რა სთხოვა. მან ეგრისიდან დამწერლობა წაიღო. დამწერლობა ფარნავაზს არ შეუქმნია როგორც ბავშვებს ასწავლიან. დამწერლობა კოლხეთს ჰქონდა და ეგრისსაც, სწორედ მაგაზე ჩამოვიდა ფარნავაზი ეგრისში. ქართლი სწორედ მეგრული, იგივე კოლხური დამწერლობით ხელმძღვანელობდა და ამ ენაზეც საუბრობდა მეტწილად. ეგრისმა პირველივე საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა, ხოლო ქართლი სამი საუკუნის შემდეგ გაქრისტიანდა. როგორ გგონიათ ეგრისს მანამდე არ ჰქონდა საღვთისმეტყველო ენა? სანამ ქართლი გაქრისტიანდებოდა მანამ რა ენაზე მიდიოდა წირვა ლოცვა? სწორედ რომ მეგრულ ენაზე. შემდეგ მოხდა ქართლის გაქრისტიანება და სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება, ამას წლები და საუკუნეები სჭირდებოდა და მოქცევაი ქართლისაიმ დააგვირგვინა. მოქცევაი ქართლისაი-ში მოხდა ენის გარდაქმნა და ჩამოყალიბდა ერთი ენა მთელს ქვეყანაში, სალიტერატურო და საღვთისმეტყველო. ამ ყველაფერს რატომ მალავთ? სად ჰქონდა ქართლს ცივილიზაცია როდესაც კოლხეთს მთელი მაშინელი ევროპა იცნობდა? ფარნავაზიდან იწყებთ საქართველოს ისტორიას და მეგრელებსაც ამას გვახვეთ თავზე. როგორც ქრისტეს შობიდან 21 საუკუნე, ისე ქრისტეს შობამდე 21 საუკუნის ისტორიაც აქვს. მაგრამ ამას მალავთ და სამეგრელოს ზემოდან უყურებთ. არადა სამეგრელომ შექმნა საქართველო. სამეგრელო იყო და არის საქართველოს ხერხემალი და ამას დამოუკიდებლობის მომპოვებელი მეგრელი ადამიანების სახელებით დავამთავრებ. ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა, აკაკი ელიავა.
2018, 19 თებერვალი, 13:12
რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ ეს თემა, მაინც ვერ გამოვალთ მოჯადოებული წრიდან. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვახარისხებთ ამ თემას თავისი ორი დატვირთვის მიხედვით. ერთი დატვირთვაა მეცნიერული, რომელიც მისაღებია ყველასთვის, ხოლო მეორე დატვირთვაა პოლიტიკური, რომელიც მისაღებია მარტო საქართველოს მტრებისთვის, ჩვენ ყველას გვმართებს ამ ორი მიმართულების გამიჯვნა და მერე კი ვიმსჯელოთ რამდენიც გენებოთ.
2017, 25 დეკემბერი, 11:10
რამდენი პროფესორთან თუ ლექტორთან ჩაწერილი ინტერვიუც არ უნდა გამოაქვეყნოთ,ფაქტი ფაქტად რჩება რომ ქართველებს სამი ენა გვაქვს:ქართული,სვანური და მეგრულ-ლაზური. თურმე იუნესკომ იმიტომ შეიყვანა მეგრული და სვანური გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაში რომ შეეშალათ და ტარიელ ფუტკარაძემ უკეთ იცის ეს. 1) https://www.youtube.com/watch?v=dl_n7tYMkDQ 2) https://www.youtube.com/watch?v=d2DQrkLR-aA 3) https://www.youtube.com/watch?v=ZCf0U-QaK30 4) https://www.youtube.com/watch?v=dteJgmj3dj0 5) https://www.youtube.com/watch?v=tJTxOTpWpWg 6) https://www.youtube.com/watch?v=eTj_W6et7mY
2017, 24 დეკემბერი, 22:09
ასეთი "პრაფესურა", რომ გვყავს ამიტომაც ვართ კარგად. ვიცნობ ამ ბატონს და ვიცი რა ალაპარაკებს ამას, მოკლედ ვიტყვი-სკამის დაკარგვა ალაპარაკებს.
რომელ საუკუნეში ჩამოყალიბდა ქართველი ერი, კოლხეთის იმპერიაში და ეგრისის სამეფოში არა მგონია ქართულად ესაუბრა ვინმეს.
ამიტომაცაა ორიოდე ფურცელი დათმობილი კოლხეთის იმპერიისათვის და ეგრისის სამეფოსათვის. მაშინ, როცა ქართლ-კახეთზეა ლამის აგებული მთელი სასკოლო ისტორია. სხვაგანაც ავღნიშნე და აქაც ავღნიშნავ: ყველა ქართულ კუთხეს ვენაცვალე, მაგრამ ისტორიის გაყალბებით წინ ვერ წავიწევთ.
0 1 7