x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"აუ, რა თოვლი მოვიდა" - რაში უნდა გადავიხადოთ ფული ბაღში
image


ადამიანის განათლება, რომ მისი მომავლის გამკარგველია ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში ყველასთვის გასაგები და მისაღები იყო, რომ განათლებას სჭირდება დაწესებულება სადაც ცხოვრების აღქმას შეისწავლი, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა გელათის აკადემიაც, სადაც ქართველი ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები განათლებას იღებდნენ.



არ ვიცი, ვერ გეტყვით რა არის იმის მიზეზი, რომ სახელმწიფოს აწყობს გაუნათლებელი მომავლის შექმნა, თუმცა, როგორ არა, გაუნათლებელი ადამინი მარტივად მართვადია.


90-ანებში, როდესაც მე ბაღში დავდიოდი ყველამ ერთი ლექსი ვიცოდით საახალწლოდ:



აუ, რა თოვლი მოვიდა
შორიდან, ცის სიშორიდან,
დიდგორიდან თუ გორიდან,
ყაზბეგიდან თუ შოვიდან.

ჯავახეთიდან, თორიდან,
თეთნულდიდან თუ უშბიდან,
აქამდე რად არ მოვიდა,
აქამდე რაღა უშლიდა.



საუბარი მაქვს 19 წლის წინ რა სიტუაციაც იყო, დიახ ეს ერთი ლექსი ვიცოდით და ალბათ იმიტომ, რომ ბავშვის ორგანიზმი და დაღლილი ტვინი, რომელიც კვირაში 5 დღე ბაღში ბორშს ჭამს სხვას ვერ "ქაჩავს". კარგით დავაბრალოდ იმ ბნელ ეპოქას, სადაც პურიც კი არ იშოვებოდა, ახლა ხომ "ნათელში" ვართ, ხომ არ გვშია, ხომ არ გვწყურია, მაშინ რატომ არ ან ვერ შეიცვალა ბაღებში სიტუაცია, რატომ დგას ფეხზე 3 წლის ბავშვი მთელი დღე, იმის გამო, რომ ბაღში 15 სკამია მოსწავლე კი 45. რატომ იცის 19 წლის შემდეგაც 3 წლის მოაზარდმა ვაი რა თოვლი მოვიდა და რატომ ვაყვირებთ მაღალ ხმაზე?!



სახელმწიფოს, რომელსაც ათასობით მათხოვარი ყავს, სახელმწიფოს, რომელსაც ჯერ კიდევ უსახლკარო დევნილები ყავს, სახელმწიფოს, რომელსაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყავს - რატომ უდგას დღის წესრიგში ბაღებში ფასების მატება არ მატების საკითხი?



რაში უნდა გადაიხადოს მშობელმა სიტყვაზე 50 ლარი?


1. ბორში კვირაში 5-ჯერ.

2. ფეხზე დგომა რიგის მოსვლამდე.

3. ლექსი "აუ რა თოვლი მოვიდა"-ს შესასწავლად.

4. საახალწლო ზეიმისთვის, სადაც ყველაფერს მშობელი იხდის, რომც არ ქონდეს ვალს იდებს, იმის გამო, რომ შვილი სხვას არ ჩამორჩეს.



რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჯიბე ამოვსებული შავ ჯიპიანი პირები ამ კანონს ისე მიიღებენ თითქოს მოსახელბას არ უშლის ხელს, საბოლოო ჯამში კი საქართველოში დაბადებული ბავშვების 90% იმ ლექსაც ვერ ისწავლიან, რომლის შეცვლაც ერთი საუკუნეა ვერ მოხერხდა.



ფოტო: სოფ. გაუწყინარის საბავშვო ბაღიimage



3
68
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
68
  
2017, 27 დეკემბერი, 10:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი გოგა წურწუმია --ის კომენტარზე
2017, 26 დეკემბერი, 1:25
ეს თემა ძალიან აქტუალურია, თუმცა მხას არავინ იღებს
2017, 25 დეკემბერი, 10:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3