x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარსკვლავთცვენა ოლიმპიურ სასახლეში

image



2018 წლის „ზამთრის თასის“ გათამაშება 12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს და სამ დღეს გაგრძელდება. აწ უკვე ტრადიციულ ტურნირს, რომლის მთავარი მიზანიც ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება, ფეხბურთის პოპულარიზაცია და გულშემატკივრისთვის კომფორტულ გარემოში საახალწლო საჩუქრის შეთავაზებაა, ამჯერად გაცილებით მეტი მონაწილე ეყოლება. ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 კლუბისა და ვეტერანი ვარსკვლავების გარდა, ზამთრის თასს 14-წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ. 14-წლამდელთა გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი („დინამო“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“) და სფფ-აკადემიის გუნდი.



რაც შეეხებათ ვარსკვლავებს - მთავარი სიახლეა, რომ ამჯერად ტურნირს იტალიელი ვეტერანებიც შეუერთდებიან. იტალიის გარდა, „ზამთრის თასზე“ შარშანდელი მონაწილეებიც ითამაშებენ: საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები. ამათ გარდა კი თბილისს, ტრადიციულად, უეფას გუნდიც ესტუმრება, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ისეთი ვარსკვლავიც იქნება, როგორებიც რუმინელი კრისტიან კივუ, სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი და სერბი დეიან სტანკოვიჩი არიან.


0
12
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0