x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508581
მეგრელი გოგო, რომელმაც ევროპელთა გული "მეგრული ჯაზით" დაიპყრო [ფოტო, ვიდეო]
ქართველი ჯაზის მომღერალი თეონა მოსია 12 წელია ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მის შემოქმედებაში დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა.image
ჯაზ ვოკალისტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათში დაიბადა და გაიზარდა, ბავშვოდიდან მღერის, უკრავს ბას გიტარასა და ფორტეპიანოზე. მუსიკალური განათლება თეონა მოსიამ ავსტრიაში მიიღო. მან 2014 დაამთავრა "პრაინერის" კონსერვატორიის ჯაზვოკალისტის ფაკულტეტი. მუსიკოსი და ვოკალისტი მეგრულის გარდა, ქართულ, ინგლისურ და გერმანულენოვან სიმღერებს ასრულებს.


"ცნობილია რომ მე "მეგრულ ჯაზს" ვუკრავ, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩემს პროგრამაში ჯაზის სტანდარტებს, მე მათ გვერდს ვერ ავუვლი.... ჯაზი ჩემშია და მე ეს გვიან აღმოვაჩინე.... ჩემთვის მეგრული ჯაზის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჯაზის საფუძველი, რომელსაც კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში დავეუფლე, კონცერტს ვმართავ უკვე ერთი წელია გერმანიაში და აღფრთოვანებული ვარ გერმანული პუბლიკით, გერმანიაში უფრო აინტერესებთ ქართული ჯაზი, ვიდრე ავსტრიაში." – განაცხადა მოსიამ ერთთ-ერთ გამოცემასთან.

image


ბენდი შეიქმნა 2014 წელს, მისი წევრები არიან: ვოკალისტი – თეონა მოსია, პიანისტი ნიკოლას სტანოშევიჩი, კონტრაბასი – ნავით ჯავადი, დრამერი – გერფრიედ კრაინერი.


0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0