x
image
ვიზა კოხაძე
ორგანიზმისთვის აუცილებელია წყალი - მეცნიერები დამაჯერებლად გვირჩევენ წყლის ყოველდღიურად მიღებას

image
წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს არაუმეტეს 7 დღისა.ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს „ბრძოლას წყლის მოსაპოვებლად“.

დიეტოლოგების არა ერთი რჩევა - დარიგების მიუხედაimageვად, საზოგადოებას მაინც ესაჭიროება მეცნიერთა მიერ დასაბუთებული მტკიცება იმის შესახებ, თუ რაოდენ სასარგებლო და აუცილებელია წყალი ადამიანის ორგანიზმისათვის ყოველდღიურად.დასავლელი და არა მარტო - ზოგადად ერთხმად ადასტურებენ, რომ წყლის დალევა ხელს უწყობს მარილის და წყლის ბალანსს ორგანიზმში, რაც ხშირად მტკიცების თემად ქცეულა ხოლმე. რამდენად შეესაბამება სიმართლეს? დიახ, თხევადი ნივთიერების გადაჭარბებული რაოდენობა ხშირად იწვევს შინაგანი ორგანოების სერიოზულ ზიანს.ბიოლოგთა აზრით, როცა ადამიანს სურს სასმელი, ეს არის ცვლილება სისხლში წყლისა და მარილის ბალანსის.საშუალოდ ერთი ლიტრი სისხლი შეიცავს 9, 45 გრამ მარილს.თუ მარილის კონცენტრაცია იზრდება, სხეულის ყველა უჯრედის აქტივობას უშლის ხელს, რადგან ისინი სისხლს მიეწოდება.ამ დროს ხდება სისხლში როგორც ექიმები უწოდებენ - phlebologists - ეს კი სისხლის შედედების მიზეზი ხდება.როცა პირის სიმშრალე გვაქვს, მაშინ იწყება მარილის კონცენტრაცია ორგანიზმში.ეს არის პირველი სიგნალი.imageსაფრანგეთის ნეფროლოგმა პიერ რონომ თავის სამეცნიერო ნაშრომში განმარტა, როგორ რეალურად ფუნქციონირებს თირკმელი სითხის საჭირო დონის შესანარჩუნებლად.გაცილებით მეტი რაოდენობით სითხე და მათ შორის სუფთა წყალი უნდა მიიღოს ორგანიზმმა ზაფხულის პერიოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭარბი სითხის მიუღებლობის შემთხვევაში ღვიძლის ქსოვილები, თირკმელი ფუნქციურად სუსტდება, რაც იწვევს ხშირ შემთხვევაში თავის ტკივილს, ლიმფური კვანძების პრობლემებს და იმუნიტეტის დაქვეითებას. ამას ემატება კუჭ - ნაწლავის გართულებული ინფექციები. საგულისხმოა, რომ წყალი ხელს უწყობს წონის დაკარგვას.ზედმეტი სასმელი რეალურად აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას, იზრდება პერისტალტიკა, საკვების სწრაფი მონელება ხდება, რაც იმას ნიშნავს, ეფექტური მონელების პროცესში ხდება ზუსტად წონის შემცირება.imageწყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს. 18 წლის ასაკისთვის, ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე, ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის.

0
119
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0