x
image
კატაპულტი
ახალი წელი ქართველებისათვის
image

2018 წლის დადგომამდე ცოტა დრო რჩება და ყველა ოჯახში სხვადასხვა დოზით ემზადებიან ახალი წლისათვის, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, თუმცა ყველგან იმაზე მეტად, ვიდრე სხვა დღესასწაულებისათვის.

ზოგადად, ქართველებს გვიყვარს წუწუნი, თუმცა ახალი წლისათვის შეუძლებელს შევძლებთ ხოლმე.ყველა ვფიქრობთ, სუფრას ეს აკლია, “ის როგორ არ უნდა გვქონდეს", “იმათ ყოველთვის აქვთ, სირცხვილია, ესეც ვიყიდოთ" და ა.შ. ასეთია ქართველების საახალწლო მზადება, შეიძლება ითქვას, რომ გადამეტებული.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთელი წლის განმავლობაში არ მივირთმევთ იმდენს, რასაც ახალ წელს და როცა ჩაივლის ეს დღესასწაული, ისევ...წუწუნი. ხშირად პირველ რიგში იმაზე ვწუწუნებთ, რომ ამდენი გამზადებული კერძი ფუჭდება, შემდეგ კი ფინანსებზე. “ახალმა წელმა შეიწირა მთელი თვის ხელფასი", ესა და ეს აღარ უნდა მეყიდა, ახლა რა მეშველება და ამისთანებზე გვიწევს ფიქრი, მაშინ, როდესაც არავინ გვაძალებს აუცილებლად ყველაფერი იქონიეთ სუფრაზეო, კუჭის გარდა. მრავალფეროვნებისათვის ასტროლოგების რჩევებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ და წინა საახალწლოდ ტვინს ვიჭეჭყავთ რა უყვარს ძაღლს, მამალს, ცხვარს, დრაკონს, ვირთხას და ა.შ და თანაც, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ცეცხლისმფრქვეველია თუ არა ესა თუ ის ნიშანი და ჩინური თუ ტაილანდურია.


ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ყველას! ძაღლს არ დაეყეფოს თქვენი ბედისათვის.


თქვენთვის საინტერესო:

1.შევხვდებით თუ არა ახალ წელს თოვლით?

2.როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში?

3.ძაღლი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

4.როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?


2
37
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
37
  
2017, 23 დეკემბერი, 20:42
ძალიან მომეწონა!!!
0 1 2