x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა უნდა იცოდეთ საცობებში მოძრაობისას
image

ახალი წელი მოახლოვდა და ისედაც გახშირებული საცობები უფრო და უფრო მომაბეზრებელი ხდება მძღოლებისათვის.განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია საქართველოს დედაქალაქ თბილისში, სადაც ცენტრალურ ქუჩებთან ერთად გარეუბნებშიც ხშირია საცობები.მიზეზი რამდენიმეა:მომრავლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, არასაკმარისი პარკირების ადგილები, საგზაო მოძრაობის წესები, ქვეითების უყურადღებობა, ზოგიერთ შემთხვევაში მარეგულირებელთა უცოდინარობა და ა.შ.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ვფიქრობ, დაგეხმარებათ შედარებით მარტივად “გამოძვრეთ" საცობების აურზაურისგან.

1. ვიდრე მანქანას დაძრავთ, სასურველია რუკას გადახედოთ, რათა სასურველ ადგილამდე მისასვლელი ალტერნატიული გზები გაიაზროთ, შესაძლოა თქვენი არჩეული გზა გადატვირთული აღმოჩნდეს, ამიტომ სათადარიგო მარშუტი შერჩეული უნდა გქონდეთ, რომ შემდეგ ამაზე დრო აღარ დაკარგოთ.


2.ნუ დაიწყებთ ზოლიდან ზოლში გადაადგილებას დაუფიქრებლად.ჯერ დააკვირდით მოძრაობას, რადგან ჩვენს ქვეყანაში, დამეთანხმებით ალბათ, ძნელად თუ დაგითმობენ ამ დროს გზას.არასწორად ზოლის შეცვლის შემთხვევაში კი პირველად ზოლში დაბრუნება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

3.დასახულ მიზნამდე მისვლამდე გაიაზრეთ შეძლებთ თუ არა იქ მანქანის პარკირების წესების სრული დაცვით გაჩერებას, რადგან სხვა შემთხვევაში მოძრაობას შეუზღუდავთ სხვებს.

4.მოკლე გზა ყოველთვის არ ნიშნავს ადგილამდე მალე მისვლას.

5.თუ ძალიან გეჩქარებათ და იცით, რომ გზად სულ საცობებია, იქნებ მეტროთი გესარგებლათ? მგონი, ღირს ამაზე დაფიქრება.

და ბოლოს, გაფრთხილება ქვეითებს: ავტომანქანებისათვის ანთებული შუქნიშნის წითელი ფერი არ ნიშნქვს, რომ თქვენთვის გზა ხსნილია, დაელოდეთ ქვეითებისათვის განკუთვნილ შუქნიშანზე მწვანე ფერს.



თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

1. ტაქსის მძღოლის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც ყველასათვის მაგალითი უნდა იყოს

2.პირველადი დახმარება აკუმულატორის დასუსტებისას (რჩევები)

3.ყველაზე სექსუალური გაზ–გასამართი სადგური მსოფლიოში

4.რა უნდა იცოდეთ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების შესახებ

5.ზამთარი და ავტომობილი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

0
129
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0