x
image
კატაპულტი
გაიგეთ,რა გელოდებათ დღეს (23 დეკემბრის ჰოროსკოპი)
image

როგორი იქნება დღევანდელი დღე თქვენი ზოდიაქოს ნიშნისათვის? ქვემოთ მოკლედ გაეცნობით რჩევებს დღევანდელი დღისთვის.

ვერძი.

ახალი ნაცნობობა დღევანდელ დღეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.მათთან ერთად დიდი მხიარულება და საინტერესო დღე გელოდებათ.წამოჭრილ მცირე პრობლემებს მათთან ერთად მარტივად მოაგვარებთ.


აუცილებლად შეცვალეთ თქვენი სამუშაო გარემო.ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ, ყველაფერი გამოგივათ.

კურო.

ეცადეთ თქვენი საქმიანობა უფრო მეტი შარმითა და მიმზიდველობით წარმართოთ.თქვენი წინსვლისათვის ეს აუცილებელია.

თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი თავით, სულ ტყუილად, შეეცადეთ თქვენს თავში დადებითი მხარეები დაინახოთ, ის ხომ არც თუ ისე მცირეა.

შეეცადეთ ემოციები მოთოკოთ, ამისათვის სუფთა ჰაერზე გასეირნება და მარტივი ვარჯიშები დაგეხმარებათ.

ტყუპები,

დღეს თქვენ ყველაფერი მარტივად გამოგივათ.დღის მეორე ნახევარში ხასიათი ცოტა შეგეცვლებათ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი გულთან მისატანი არაა.

დღეს ახალი იდეები მოგივათ თავში და ეცადეთ, დღესვე განახორციელოთ ისინი.

კირჩხიბი.

დღევანდელი დღე საკუთარ თავს დაუთმეთ, თქვენს სულიერ სამყაროს.

თქვენი იმპულსურობა და სპონტანურობა დაგეხმარებათ ურთიერთობები გაალამაზოთ და სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ.

ლომი.

დღეს მარტივად გაღიზიანდებით უბრალო რამეებზე, ამიტომ ეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები.თავი შეიკავეთ ჩხუბისა და კამათისაგან.

ქალწული.

ეცადეთ საქმეები გვერდით გადადოთ და დაისვენოთ, თორემ შეიძლება ნერვებმა გიმტყონოთ.

სასწორი.

დღეს შეხვედრების დღეა.კოლეგები, მეგობრები და უბრალო ნაცნობები ღიმილით შეგხვდებიან.უპასუხეთ მათ ასევე.ნუ გამოავლენთ ნეგატიურ გრძნობებს, ეს სასიკეთო არ იქნება.დღის ბოლოს რომანტიული განწყობა დაგეუფლებათ.

მორიელი.

დღეს თბილად შეგხვდებიან თქვენი მეგობრები.არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, ამან შესაძლოა დიდი შესაძლებლობები მოგცეთ მომავალში.გააღრმავეთ ურთიერთობები უბრალო ნაცნობებთანაც კი.დღეს ბავშვივით მგრძნობიარე იქნებით, თუმცა დღის ბოლოს შესაძლოა ხასიათი მშეგეცვალოთ.

მშვილდოსანი.

პოზიტიური ხედვა ყველაფერს გაგიადვილებთ.გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. დღეს ეჭვიანობის გრძნობა გაგეზრდებათ, ამიტომ ეცადეთ, რეალურად შეხედოთ მოვლენებს.

თუ შერიგება გსურთ ვინმესთან, დღევანდელი დღე იდეალურია ამისათვის.

თხის რქა.

დღეს განსაკუთრებით კრეატიული იქნებით.წინ ღრმა სასიყვარულო თავგადასავლები გელოდებათ.

მერწყული.

დღეს თქვენ საკუთარ გრძნობებზე მოგინდებათ საუბარი და ასევე სხვების მოსმენაც.შეძლებთ ადვილად დაამყაროთ კონტაქტი უცხო ადამიანთან.თქქვენი გონება გახსნილია, ამიტომ ეცადეთ მძიმე სამუშაო თავიდან მოიცილოთ.

თევზები.

თქვენი ფიქრები მომავლისკენაა მიპყრობილი, ამიტომ შეძლებთ შექმნილ სიტუაციაში შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას.დღეს თქვენ რთული საკითხების მარტივად მოგვარება შეგიძლიათ.

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0