x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გაზის ნამწვით კახეთში ცოლქმარი გაიგუდა
image


გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ცოლ-ქმარი გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.


გავრცელებული ინფორმაციით, 77 და 80 წლის მოხუცები საცხოვრებელ სახლში მეზობელმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.


ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.



შეგახსენებთ, ბოლო ორ კვირაში ექვსი ადამიანი დაიღუპა. ანალოგიური მიზეზით რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ცოლქმარი გარდაიცვალა, გორში კი ახალგაზრდა დედაშვილი

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0