x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პირველმა არხმა 20 მაღალი გამავლობის ავტომანქანა იყიდა, თითო 36 441 ლარად

image

პირველმა არხმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა. ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი იყო გამოცხადებული, მასში მონაწილეობდა ორი კომპანია – სს „ფრანს ავტო“ და შპს „ჯი-თი მოტორსი“. ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 ლარი 60 თეთრი დაჯდა, რაც რეალურ საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის განცხადებით, პირველი არხის ავტოპარკის განახლება მომავალ წელსაც იგეგმება.
როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, ავტოპარკის განახლება დღის წესრიგში ადრეც იდგა, რადგან მანქანების დიდი ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული, თუმცა არხს მაშინ სხვა გამოწვევები ჰქონდა.
„ავტოპარკის განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალ წელს დასრულდება. უკვე რამდენიმე წელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტოპარკს სჭირდება განახლება, წინა წლებში გარკვეული პრობლემების გამო, ვერ ხერხდებოდა რესურსის მობილიზება, რადგან სხვა ამოცანები იდგა. შესაბამისად, წელს უკვე საბოლოოდ მოხერხდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ავტოპარკის გარკვეული ნაწილი განახლდა და ეს არ არის დასრულებული პროცესი, რადგან 20 ავტომობილი არ არის საკმარისი. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება მომავალ წელსაც, ეს დასაწყისია და მომავალ წელს ალბათ დასრულდება, რა თქმა, უნდა გარკვეული ვადით, რადგან ავტომობილებს თავის ექსპლუატაციის ვადა აქვთ“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0