x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ებრძოდნენ მუსლიმი ფანატიკოსები თეატრს - არაბული თეატრის ისტორია
არაბული თეატრი XIX საუკუნემდე არ განვითარებულა. ისლამურ ქვეყნებში გამონაკლისს წარმოადგენდა შიიტური ირანის მისტერიების თეატრი, აღმოსავლური მარიონეტული და თურქული ჩრდილების თეატრი (ცნობილი "Karagoz ve Hacivat" - ის სახელით). არაბულ სამყაროში თეატრის სამი ძირითადი სახეობა იყო გავრცელებული: 1. ჩრდილების თეატრი არაბულ აღმოსავლეთში პირველად მოხსენიებულია ეგვიპტეში XII ს-ში. ძირითადად რამადანის მარხვის გრძელი საღამოების დროს იყო წარმოდგენილი და პოპულარული იყო კაიროში. შუა საუკუნეების არაბული ჩრდილების თეატრისთვის ტექსტები შეადგინა XIII საუკუნის ეგვიპტელმა ოფთალმოლოგმა იბნ-დანიალმა. 2. ნიღბოსანთა წარმოდგენები; ისინი იმართებოდა დიდ სახალხო დღეობებზე, სადაც თავს იყრიდნენ ყველა ქვეყნის და მხარის მსახიობები, მოხეტიალე დასები, მომღერლები და მოცეკვავეები. ამ უკანასკნელთ რეპერტუარს უქმნიდნენ პოეტები. ამ სანახაობებს თვით ხალიფას უჩვენებდნენ. 3.მიმბაძველთა წარმოდგენები.მათ რეპერტუარში შედიოდა სცენები ბედუინების, ბოშების, ფერადკანიანთა, მექის მცხოვრებთა თავგადასავლიდან, განსაკუთრებით პოპულარული იყო საჭურისების შესახებ მოთხრობები. მუსლიმურ სამყაროში თეატრის საფუძვლები: უმარტივესი რელიგიური საფუძვლები, რომლებიც ატარებდა სახალხო დღესასწაულების ხასიათს და ყოფითი ტრადიციები(ცერემონიები, რომლებიც დაკავშირებული იყო ადამიანის დაბადებასა თუ გარდაცვალებასთან, სასოფლო სამუშაოების დაწყებასა და დასრულებასთან და სხვ. მაგ: მაიმუნების, მუჰაბბიზების(მოძრავი თეატრალური ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ სატირული კომედიის ჟანრში) მწვრთნელების გამოსვლები; გასართობი ისტორიების მთხრობელების გამოსვლები; ჰაქავათი- მთხრობელები, რომელთა შემოქმედებაში გამოყენებული იყო თეატრალური გამომსახველობის საშუალებები: თხრობისას დიალოგის ფორმა, სამსახიობო ხელოვნება, მუსიკალური თანხლება, კონტაქტი მაყურებელთან, იმპროვიზაციის ხელოვნება); ალ-მასაჯა - ხუმარების, კლოუნების ჯგუფი ხალიფას კარზე, რომლებიც განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ.


ქარაგოზი და ჰაჯივათი


მუსლიმი ფანატიკოსები ებრძოდნენ თეატრს და სანახაობებს. ჰანბალიტები თავს ესხმოდნენ დიდებულებს, სასახლეებში სავსე კასრებიდან მათ ღვინოს უღვრიდნენ, სცემდნენ მომღერალ ქალებს, მუსიკალურ საკრავებს უმტვრევდნენ. რაც შეეხება ხალიფებს, მათ ვეზირებსა და კარისკაცებს, ზოგჯერ ისინიც კრძალავდნენ მონა-მხევალ მომღერალ-მოცეკვავეთა ხელოვნებას, მაგრამ პრაქტიკულად ხელს უწყობდნენ მათ შენარჩუნებას სასახლეებსა და სახალხო დღესასწაულებზე.

არაბულ სამყაროში შუა საუკუნეებში სანახაობრივი ნაგებობებიც იყო ცნობილი. ძირითადად იპოდრომებზე იმართებოდა თეატრალური სანახაობანი. ეწყობოდა ცხოველთა წარმოდგენებიც. მოგვიანებით სასახლეებში გაჩნდა საგანგებოდ მოწყობილი დარბაზებიც, სადაც მსახიობებისთვის, მომღერლებისთვის, მომღერალ-მოცეკვავეებისთვის და მუსიკოსებისთვის ცალკე იყო ფარდით გამოყოფილი.


მიუხედავად იმისა, რომ არაბულ სამყაროში ვერ განვითარდა თეატრი, გართობისა და სანახაობისადმი ინტერესი არაბებისათვის, ისევე იყო დამახასიათებელი, როგორც სხვა ხალხებისათვის, თუ უფრო მეტად არა. ამ მხრივაც ბაღდადი და ხალიფას კარი მაგალითს აძლევდა მთელს იმპერიას.

სახალიფოს დედაქალაქში და მის გარეთაც ხშირად იმართებოდა სპორტული შეჯიბრება, რომელიც მრავალრიცხოვან მაყურებელს იზიდავდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო სპარსულ ტრადიციასთან დაკავშირებული ცხენბურთი (პოლო) და დოღი.



სპარსული ცხენბურთი


ალ-მასუდი გადმოგვცემს, რომ არ-რაკკაშში ჩატარდა დიდი დოღი, რომელსაც ჰარუნ არ-რაშიდიც ესწრებოდა. შეჯიბრი იმართებოდა სპორტის სხვა სახეობაშიც: შუბის და ისრის ტყორცნა, ცურვა, ფარიკაობა და სხვ. წყაროებში ნახსენებია ბურთით თამაში, რომელიც მიმდინარეობდა ხის ბრტყელი ჩოგნის (ტაბტაბა) საშუალებით. ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, ეს იყო დღევანდელი ჩოგბურთის წინაპარი.


0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0