x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ია ნინიძე: " მე საოცნებო როლები უკვე ვითამაშე.."
image არ არსებობს ახალი წელი გიორგი შენგელაიას საკულტო ფილმის " ვერის უბნის მელოდიების" გარეშე, სადაც ბავშვების როლებს მაია კანკავა და ია ნინიძე ასრულებენ, თავად ია ნინიძე ამბობს: " მე და მაია დავრჩით იმ გოგონებად, რომლებიც მღერიან "ანა ბანას" და ყოველ ახალ წელს შემოვდივართ თქვენს ოჯახებში.."

imageimage "ვერის უბნის მეოლოდიები" ია ნინიძის პირველი ფილმი არ ყოფილა, მანამდე, ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში გიორგი დანელიას ფილმში "არ დაიდარდო" სოფიკო ჭიაურელის შვილი განასახიერა, ამის შემდეგ მრავალ ათეულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და იმ პერიოდის, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.

image დღეს მრავალი მთავარი როლის შესრულების შემდეგ ამბობს:

" მე საოცნებო როლები უკვე ვითამაშე, საოცნებო არ არის "არ დაიდარდოში" შვიდი წლის ასაკში ითამაშო ბავშვის როლი, სერგო ზაქარიაძესთან და სოფიკო ჭიაურელთან ერთად, "ვერის უბნის მელოდიებში", "პირველ მერცხალში", ასევე მთავარი როლი ფილმში "ციური მერცხლები", საოცნებო არ არის 23 წლის ასაკში გულიკო ითამაშო მონანიებაში? ჯერ კიდევ მოსკოვში ინსტიტუტში სწავლისას ვითამაშე ა. ჩეხოვის " თოლიაში " მთავარი როლი - ნინა ზარეჩნაია, ყველა დროის რუსი გოგონების საოცნებო როლი, ქართველ გოგოს მათამაშეს.. ჩემი ყველა როლი მიყვარს, ჩემი ცხოვრებაა ჩადებული, ამიტომ როცა ასეთ ფილმებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, არ მაქვს უფლება რაიმე მდარეში მივიღო მონაწილეობა, ყველაფერს ვერ დავთანხმდები, მე ჩემი ადგილი, ნიშა მაქვს.." - ია ნინიძე


ფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები"

imageფილმიდან "პირველი მერცხალი" image კინოფილმიდან " მონანიება"
imageია ნინიძე და ზურა ყიფშიძე

image

image




0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0