x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
25 წლის წინ გაყინული ემბრიონისაგან ახალშობილი დაიბადა
ორიოდე დღის წინ ინტერნეტ - სივრცეში გავრცელდა გასაოცარი ახალი ამბავი - აშშ-ში 25 წლის წინ გაყინული ემბრიონისაგან დაიბადა ახალშობილი. თავისთავად, ეს გინესის რეკორდია, თუმცა მშობლების - ტინასა და ბენჯამენისათვის ამ ფაქტს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. მათთვის მთავარი ისაა, რომ გოგონა ჯანმრთელია და ლამაზი: "- ჩვენ უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, შვილი გვყოლოდა. რაც მთავარია, ემა ჯანმრთელია და შესანიშნავად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის მთელი 25 წელი გაყინული იყო'', - ამბობს წყვილი.



image



ემა რენ გიბსონი 2017 წლის წლის 25 ნოემბერს დაიბადა აშშ-ში, ტენესის შტატში. გარეგნულად სავსებით ნორმალური, ჯანმრთელი ახალშობილი წონით 3, 4 კილოგრამი და სიგრძით 50, 8 სმ-ია, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ემას განსაკუთრებულ ბავშვად აქცევს-ის 25 წლის წინ გაყინული ემბრიონისაგან გაჩნდა.



image




გოგონას მამა ბენჯამენს და დედა ტინას ძალიან უნდოდათ ბავშვის ყოლა, მაგრამ მამაკაცს რთული დაავადება-კისტოზური ფიბროზი აღმოაჩნდა, რის გამოც წყვილმა დასახმარებლად ემბრიონების დონაციის ეროვნულ ცენტრს (National Embryo Donation Center, NEDC) მიმართა. ცენტრში ''არაგეგმიურად'' ჩასახულ ემბრიონებს ნებაყოფლობით აბარებენ დედები, რომლებსაც არ სურთ მეტი შვილის გაჩენა. აქ მათ "ყინულის ახალშობილებს უწოდებენ, რადგან ემბრიონები გაყინულ მდგომარეობაში ინახება.



image



ემბრიონი, რომელიც საბოლოოდ პატარა გოგონა ემად იქცა, ერთმა წყვილმა ნებაყოფლობით ჩააბარა 1992 წლის 14 ოქტომბერს. ამ დროს ემას ახლანდელი დედა ტინა დაბადებულიც კი არ იყო ( საოცარია: გამოდის, რომ შვილი დედაზე ადრე ჩაისახა).

2016 წელს, როცა წყვილმა დასახმარებლად მიმართა ცენტრს, ხანგრძლივი გამოკვლევების და სამედიცინო პროცედურების შემდეგ სწორედ ეს ემბრიონი იქნა შერჩეული. 2017 წლის მარტში კი ის ტინას საშვილოსნოში გადაიტანეს. ნაყოფი ნორმალურად განვითარდა და ტინამ ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური მშობიარობით გააჩინა ბავშვი.



image



ემა გახდა პირველი ბავშვი, რომელიც დაიბადა 25 წლის წინ გაყინული ემბრიონისაგან. უკანასკნელი რეკორდი ოც წელს შეადგენდა. როცა ტინამ და ბენჯამენმა ამის შეახებ შეიტყვეს, ისინი გაოცებული დარჩნენ, თუმცა შემდეგში განაცხადეს, რომ ამ ფაქტს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: "ჩვენ მხოლოდ ბავშვის ყოლა გვინდოდა და რეკორდსმენია თუ არა ემა, ჩვენთვის სულ ერთია, ''- განუცხადა CNN-ს ტინამ, რომელიც ახლა მხოლოდ 25 წლისაა, -ასე რომ, ემბრონიდან რომ თავის დროზე დაბადებულიყო გოგონა, სავსებით შესაძლებელი იყო, ის ჩემი შვილი კი არა, თანატოლი და კარგი მეგობარი ყოფილიყო".



image



"ემა-ნამდვილი სასწაულია ჩვენთვის, - ამბობს ბენჯამენი, - მე ვფიქრობ, რომ ის იდეალურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ, რომ 25 წელი გაყინული იყო".



image



P.S. მართლაც საოცარი ამბავია, არა? რა შორს წავიდა მეცნიერება, ტექნიკა და მედიცინა - ვერაფერს იტყვი... ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთს დავამატებდი: ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ასეთი ცენტრი საქართველოშიც შეიქმნებოდა. ჯერ ერთი, ეს თავიდან აგვაცილებდა უამრავ აბორტს და მეორეც-უშვილო წყვილებს მისცემდა საშუალებას ჰყოლოდათ ნანატრი შვილი და ეხარათ დედობისა და მამობის სიხარულით!

3
294
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
294
  
2017, 24 დეკემბერი, 12:58
ძაან საინტერესო სტატია
2017, 23 დეკემბერი, 19:54
ვაა
2017, 23 დეკემბერი, 12:06
ვაიმე მართლა საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ. შვილი დედაზე უფროსია ))
0 1 3