x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ მისცა ჩარლი ჩაპლინს ამერიკამ 10 დღიანი ვიზა და რატომ ეშინოდა მისი ჰოლივუდს?
image იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც უყვარს კინო და არ უყვარს ჩარლი ჩაპლინი, ეს თითქოს ერთმანეთიდან გამომდინარეობს, ვისაც უყვარს ჩარლი, მას უყვარს კინო და პირიქით. იმის გარდა, რომ მისი გამოჩენა ეკრანზე მრავალი ათეული წელია უამრავ ადამიანს ერთდროულად ატირებს და გულიანად აცინებს, მისი დამსახურება კიდევ ისაა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში კინო ხელოვნებად იქცა.. მაყურებელთა დიდი სიყვარულის მიუხედავად, მისი ცხოვრება ადვილი არ ყოფილა, ის ჯერ ამერიკიდან გამოაძევეს, შემდეგ კი ყველანაირად ეცადნენ დაემცირებინათ.. ბევრმა ადამიანმა არც იცის როგორ გაატარა ბოლო წლები მსოფლიო კინოს ლეგენდამ..

image ჩარლი ჩაპლინი 1914 წლიდან ჩნდება ფილმებში, ის თავად იყო თავისი ფილმების რეჟისორი, სცენარის ავტორი, კომპოზიტორი და ზოგჯერ ოპერატორიც კი. გასაოცარია ისიც, რომ მისი კარიერა სიცოცხლის ბოლომდე, 75 წელი გრძელდებოდა, უდიდესი წარმატებების მიუხედავად, მის ცხოვრებაში იყო დრამატული პერიოდი, როცა მას ზურგი აქციეს..

imageimage ჩარლი ჩაპლინი 64 წლის იყო, როცა 1953 წელს იძულებული გახადეს ამერიკა დაეტოვებინა. მას ამერიკის პოლიტიკის კრიტიკისა და მაკარტისტული იდეების გამო კომუნისტების მხარდაჭერაში სდებდნენ ბრალს, 25 წლიანი ნაყოფიერი მუშაობის მიუდეხავად სკანდალით დაატოვებინეს ჰოლივუდიც და ამერიკაც. ჩარლი მის დიდ ოჯახთან ერთად შვეიცარიაში დასახლდა.. 1972 წელს ამერიკის კინოაკადემიამ მას მეორე ოსკარი მიანიჭა კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რის გამოც პრინციპში კინემატოგრაფი ხელოვნებად იქცა. დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად ამერიკის საელჩომ გენიალურ მსახიობს მხოლოდ 1 კვირიანი ვიზა მისცა.. ამ ეპიზოდს წლების შემდეგაც ემოციურად იხსენებს ჩარლის ქალიშვილი ჯერალდინა:

image " ჩემი და ჟოზეფინა და მე წინააღმდეგები ვიყავით ამერიკაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მამას ჰოლივუდში ჩასვლის წარმოდგენაც კი აბედნიერებდა, ოსკარების ცერემონიის ოფიციალური მოწვევის შემდეგ, ამერიკის საელჩომ ჩარლი ჩაპლინს მხოლოდ ათ დღიანი ვიზა მისცა, ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, მამა ეს ამაზრზენია, ეს ხომ დაცინვაა, მას ჩაეღიმა და თქვა, მათ ისევ ეშინიათ ჩემი.." - ჯერალდინა ჩაპლინი.



ჩარლი ჩაპლინი ოსკარების ცერემონიალს დაესწრო და საპატიო ოსკარი მიიღო, სცენაზე გამოჩენის პირველივე წამებიდან უწყვეტი აპლოდისმენტები გაისმა, რომელიც კარგა ხანი არ შემწყდარა, მსოფლიო კინოხელოვნების დიდი მაგისტრი კი ემოციებს ვერ მალავდა. რამდენიმე წელიწადში, 1977 წელს გარდაიცვალა, საკუთარ სახლში, შვეიცარიაში.

image

0
105
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Culture Express
Culture Express
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0