x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76243
  • ვიდეო:328899
  • სურათი:432452
თუ ამ 5 ჩვევას არ მოიშორებთ, თქვენ ვერასოდეს იქნებით ბედნიერი - გაითვალისწინეთ

image


1.მუდმივად ბრძოლობთ უკეთესი ცხოვრებისათვის


როდესაც ვუყურებთ ადამიანებს ჩვენი გარემოცვიდან, ხშირად ვფიქრობთ, რომ ისინი უფრო ნიჭიერები და წარმატებულები არიან. ამ დროს ვცდილობთ მივიღოთ უფრო კარგი განათლება, ვიშოვნოთ უფრო კარგი სამსახური, შევიძინოთ უფრო კარგი სახლი. ასეთი ბრძოლა ძალიან გვფიტავს.

რჩევა - მოახდინოთ კონცენტრაცია საკუთარ თავზე, საკუთარ გზასა და მიზნებზე.


2. გაქვთ მშობლების შეცდომების გამეორების შიში

image


სამწუხაროდ, თუ წარსულში მშობლებმა არ გაჩვენეს ცხოვრების სწორი მოდელი, ურთიერთობები გიჭირთ და შესაძლოა, კარიერაშიც წინ ვერ მიიწევთ.


რჩევა - შეიგნეთ, რომ წარსულთან ბრძოლა უსარგებლოა. ბოლოსდაბოლოს ყველაფერი, რაც გაქვთ, - ეს თქვენ ხართ ახლა, აწმყოში.



image

3. ინახავთ უსარგებლო ნივთებს, რომლებიცშეიძლება უცებ გამოგადგეთ


ჩვენ გვიყვარს უსარგებლო ნივთების შეძენა - ამისათვის დავდივართ მაღაზიებში ფასდაკლებებზე, მუდმივად ვეძებთ აქციებს. გამოსავალი - უკეთესია შეიძინოთ ერთი კარგი ხარისხის ძვირფასი ნივთი, ვიდრე სამი იაფფასიანი.

გინდათ რაღაცის ყიდვა? დაიცადეთ 1 დღე. უმეტეს შემთხვევებში თქვენ არც გაგახსენდებათ გუშინ რა გინდოდათ.



4. პირდებით მაშინ, როცა უარის თქმა გსურთ

  • image

ხშირად ვერ ვეუბნებით უარს ახლობლებსა და მეგობრებს, რადგან არ გინდათ რომ აწყენინოთ. შედეგად რჩება დაუსრულებელი საქმეები, რომლის შესახებაც ძალიან განვიცდით.

რჩევა - თუ არ გინდათ რაღაცის გაკეთება, პირდაპირ უნდა უთხრათ უარი. არ უნდა მისცეთ ადამიანებს ფუჭი იმედები.


5.ელოდებით სხვების შეფასებებსა და დადებით დამოკიდებულებას

image


ჩვენ ხშირად ველოდებით მშობლებისგან, მეგობრებისა და ახლობლებისგან რომ ჩვენი საქციელი მოიწონონ. მაგრამ გარშემომყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ ვუყვარვართ, შეუძლიათ გვაწყენინონ და გული გვატკინონ. იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, არ უნდა მიაქციოთ მათ ყურადღება.

რჩევა - იყავით ის, ვინც ხართ და ნუ ეცდებით ყველას მოეწონოთ.

0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0