x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კულინარიული სანახაობა „პიატოს“  შეფმზარეულისგან

თუ ჯერ კიდევ არ დასწრებიხართ გემრიელი კერძების მომზადებას, რომელსაც თავად შეფმზარეული უნიკალურად ამზადებს, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ. 26 დეკემბერს, სამშაბათს 20:00 საათზე იტალიურ კაფე „პიატოში“ განსაკუთრებული საღამო გელით. ერთგული მომხმარებლების საყვარელი შეფმზარეული, მიშა ბერძენიშვილი, სეპციალურად მოსული სტუმრებისთვის დარბაზში უნიკალურ „ზამთრის სალათს“ მოამზადებს ცეცხლმოკიდებული სოუსით.



image

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული მუსიკოსები საქსაფონითა და როიალით. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ”პიატო” მომხმარებელებს ნებსიმიერ ალკოჰოლურ სასმელზე ამ საღამოს 30%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.

"ბავშვობიდან მიზიდავდა ლამაზი კერძების მომზადება, სახლშიც სულ ამ პროცესს ვუყურებდი. დროთაგანმავლობაში დავფიქრდი, მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარს და კულინარიის შესწავლა დავიწყე, უკვე 7 წელია ამ სფეროში ვარ და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ სამზარეული ნამდვილად ამოუწურავია. შესაბამისად მიდუვად ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს ახალი და გემრიელი ჩვენი მომხმარებლისთვის, 26–ში მოსულ სტუმრებს საინტერესო სანახაობა ელით, მათ თვალწინ მოვამზადებ განსხვავებულ „ზამთრის სალათს“, რომელიც ჩვენს მენიუში არ არის. შესაბამისად, გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ და ამასთან ერთად ძალიან კარგ გარემოში მუსიკის თანხლებით სასიამოვნო საღამო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. ასე, რომ გელოდებით.“ – აცხადებს შეფმზარეული, მიშა ბერძენიშვილი


აღნიშნული საღამო გაიმართება თბილისში, კანდელაკის 7 (გაგარინის მოედანი) ნომერში მდებარე ბიბლუსი გალერეაში, კაფე პიატოში.






0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0