x
image
Maia kordzadze
ადრიანო ჩელენტანოს სიყვარულის ამბავი უკვე 50 წელია გრძელდება!

image

იტალიაში ყველაზე ცნობილი წყვილია: ადრიანო ჩელენტანო და მისი მეუღლე კლაუდია მორი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ქორწინებიდან 50 წელი გავიდა! ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, მსოფლიოს ყველა კუთხის, თაყვანისმცემლების უდიდეს ყურადღებას იპყრობენ.


image

ამ ტემპერამენტული და ლამაზი წყვილის სიყვარულის ამბავი ფილმის გადაღების დროს დაიწყო. შემდეგ კი ისეთი მელოდრამა დატრიალდა, რომ შეიძლებოდა კიდევ ერთი ფილმის გადაღება, უკვე რეალური მოვლენების საფუძველზე.



image


დღეს, მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, ადრიანო და კლაუდიას უზომოდ უყვართ ერთმანეთი და უსაზღვროდ ბედნიერები არიან. შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამ წყვილის ფოტოსურათების ნახვისას.


image


როდესაც ისინი პირველად ერთმანეთს 1963 წელს, ფილმ "ერთი უცნაური ტიპის" გადაღების დროს შეხვდნენ, კლაუდია ადრიანოს ყურადღებას არ აქცევდა. მისი საქციელი ძალიან ეპატაჟური იყო.


image


ადრიანოს კლაუდიას ასეთი გულგრილობა აცოფებდა, და მან დაიწყო ყოველმხრივ ყურადღების მიპყრობა. ადრიანოს მცდელობის მიუხედავად გოგონა ცივი და მიუწვდომელი იყო. და მაშინ საქმეში ბედი ჩაერია. დაუდევრობის გამო, კლაუდიამ გადასაღებ მოედანზე, ააფეთქა პლაცდარმი და მისი ნამსხრევები ადრიანოს სახეში მოხვდა. რაზეც ბოდიში მოუხადა, და იმ მომენტში დაინთო მათი სიყვარულის ცეცხლი, რომელიც დღესაც ანთია.


imageimage

თავდაპირველად, გოგონა მიიჩნევდა, რომ მისი შეყვარებული არასერიოზული იყო და ხანგრძლივი ურთიერთობისათვის არ იყო მზად. მაგრამ აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტემპერამენტიანი იტალიელი მას სიყვარულში პირდაპირ თავის კონცერტზე გამოუტყდა, რომანტიკული ბალადის შესრულების შემდეგ.


image
ორიგინალურმა ახალბედა წყვილმა, ღამის 3 საათზე, გააფორმა თავიანთი ურთიერთობა, რათა პაპარაცებს არ გაეფუჭებინათ მათთვის დიდი ხნის ნანატრი წუთები. მას შემდეგ, ისინი ნახევარი საუკუნე ერთად არიან და ერთმანეთი გაგიჟებით უყვართ.


image

image

ოჯახური ცხოვრების დასაწყისი კლაუდიამ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. მან მეტი დრო დაუთმო ოჯახს, შვილებსა და ქმარს, ვიდრე საკუთარი კარიერას. იგი ეხმარებოდა ადრიანოს საქმიანობაში, რომელიც ადმინისტრატორის და იმიჯიმეიკერის როლს ასრულებდა. სწორედ მისი დამსახურებაა მსახიობის წარმატება და სხვადასხვა ნომინაციებში მრავალი გამარჯვება.


image


წყვილმა ბევრი სირთულეები გადაიტანა. ჩელენტანო არ იყო ერთგული ქმარი და მისი რომანი ორნელა მუტთან ნამდვილი სკანდალი გახდა. კლაუდიამ აპატია ქმარს ყველა თავისი ცოდვა და ოჯახში დაბრუნების ნება მისცა. კითხვაზე, თუ რატომ უყვარს ქმარი, ის განმარტავს, რომ მას ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრია ჩელენტანოზე უფრო საინტერესო ადამიანი.


image


ახლა წყვილი, მილანთან ახლოს, მყუდრო სახლში ცხოვრობს. სახლის შესასვლელთან არის კლავდიის ქანდაკება. ჩელენტანო და მორი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან, ცდილობენ თავი აარიდონ ხმაურიან საღამოებს.


image

ადრიანო ჩელენტანოს სიყვარულის ამბავი უკვე 50 წელია გრძელდება!

ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის სიყვარული ამბავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და შეინარჩუნო სიყვარული. მათი ოჯახური სირთუელეები მხოლოდ სიმართლეს მეტყველებენ, რადგან იდეალური ურთიერთობები ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ ქალების სიბრძნეს და მამაკაცის სიყვარულს შეუძლია ყველა სირთულის დაძლევა. და რა უნდა ქნა, თუ კი არ შეგიძლია მეორე ნახევრის გარეშე ცხოვრება?








0
927
5-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0