x
მეტი
  • 25.04.2018
  • სტატია:76380
  • ვიდეო:329024
  • სურათი:432588
ერთ დღეს დაბადებული ოთხი პოლიტიკური ლიდერი

image



21 დეკემბერს ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურია დაბადებული.


image

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი

(ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი ) დაიბადა 1878 წლის 21 დეკემბერს საქართველოში, ქალაქ გორში, ხელოსნის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში. მოგვიანებით, მასზე გავლენა იქონია მარქსისტულმა იდეებმა და ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. 1917 წელს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, პეტროგრადში დაბრუნდა, გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა და აღმოჩნდა ცკ-ს ბიუროში. აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის შექმანში და 1922 წლის აპრილში აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის მდივნად, რომელსაც 1953 წლამდე ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა. მის სახელს უკავშირდება კოლექტივიზაციის პროცესი, რეპრესიები, ეგრეთ წოდებული დიდი წმენდა, რომელმაც უამრავი ინტელექტუალი გაანადგურა, ასევე ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა ათასობით უდანაშაულო ადამიანი მთელი ყოფილი საბჭოთა სივრციდან.

მიუხედავად სასულიერო განათლებისა, მისი მთავრობა ქადაგებდა ათეიზმს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რელიგიას. მის სახელს უკავშირდება ფაშიზმის დამარცხება და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება. გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს.


ჰუ ძინატაო

image

ინეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰუ ძინტაო დაიბადა ასევე 21 დეკემბერს, 1942 წელს . ის გახლდათ ჩინეთის პრეზიდენტი 2003-2013 წლების განმავლობაში.

მიხეილ სააკაშვილი

image

დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს ქალაქ თბილისში. საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლების განმავლობაში. 2015-16 წლებში კი - ოდესის გუბერნატორი “ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, 1992 წელს კი კიევის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, შემდგომ მიიღო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომი. 1994 წელს მიენიჭა კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.

1995 წელს პარლამენტში “მოქალაქეთა კავშირის “ მანდატით მოხვდა. 2000 წელს დაინიშნა იუსტიციის მინისტრად, 2001 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2003 წელს მათ გააპროტესტეს არჩევნების შედეგები, რაც საბოლოოდ რევოლუციაში გადაიზარდა.

მის საპრეზიდენტო ვადასთან ასოცირდება რამდენიმე კონფლიქტი, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი აჭარის და რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი იყო. რაც შეეხება აჭარას, ის შეიარაღებულ დაპირისპირებამდე არ მისულა, ვინაიდან ასლან აბაშიძემ გაქცევა გადაწყვიტა და თავი რუსეთს შეაფარა. რუსეთთან კონფლიქტმა კი დამატებითი ტერიტორიები დააკარგინა სახელმიფოს, ასევე მოიტანა საკმაოდ დიდი ადამიანური მსხვერპლი.

სააკაშვილის ხელისუფლება მკვეთრად გამოხატულ დასავლურ გზას დაადგა, საგარეო პოლიტიკის ძირითადი ორიენტირები აშკარად გამოიკვეთა და მთავარ მიზნად ტრანსატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იქცა. 2009 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, სააკაშვილმა ომი გამოუცხადა მყარად ფესვმოკიდებულ კორუფციას და მნიშვნელოვან შედეგებსაც უმოკლეს დროში მიაღწია. მან ასევე დაამკვიდრა “ნულოვანი ტოლერანტობის “ ცნება, რამაც დიდი აჯოტაჟი გამოიწვია. პრეზიდენტი აშკარად ავლენდა ავტოკრატიულ სიმპტომებს. მან ასევე გარდაქმნა სამხედრო და საპოლიციო სტრუქტურებიდა გაატარა თამამი ეკონომიკური რეფორმები.

მიუხედავად წარმატებული რეფორმაციისა, მის ხელისუფლებას ხშირად სდებენ ბრალს ძალაუფლების გადაჭარბებასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში, რაც 2012 წლის არჩევნებში მათი დამარცხების ძირითად მიზეზად სახელდება.


ემანუელ მაკრონი :

image

ემანუელ მაკრონი დაიბადა ასევე 21 დეკემბერს, 1977 წელს საფრანგეთში, ქალაქ ამიენში. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია 2017 წლის 14 მაისიდან. დაამთავრა პარიზ-ნანტერის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი. დაკავებული იყო ფინანსებითა და საბანკო საქმიანობით. იყო სოციალისტური პარტიის წევრიც, მაღალი თანამდებობა ჰქონდა ფრანსუა ოლანდის აპარატში, ეკავა ასევე ეკონომიკის მინისტრის პოსტი.

2016 წელს დაარსა საკუთარი პოლიტიკური პარტია, სახელად - “ან მარში“ (En marche ) და საკმაოდ წარმატებული საპრეზიდენტო კამპანია წამოიწყო. მან ადვილად მოახერხა საზოგადოების ნდობის მოპოვება და “ეროვნული ფრონტის “ ლიდერ მარი ლე პენის არჩევნებში დამარცხება . ის 39 წლის ასაკში საფრანგეთის რესპუბლიკისყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.


2
1341
10-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
1341
  
2017, 21 დეკემბერი, 23:28
მაპატიეთ შემეშალა დეკემბერშია მაკრონი ჩავასწორებ სტალინის ოფიციალურ დაბადების დღედ 21 დეკემბერია აღიარებული და სააკაშვილზე ახალია რაღაც
2017, 21 დეკემბერი, 20:59
არც სტალინი და არც მიშა 21 დეკემბერს არ არიან დაბადებული,მაკრონი თავად წერთ 21 ნოემბერს დაიბადაო და,ჰუ ძინატაო ოთხია ერთში ?!
0 1 2