x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გინება და დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში ( + ვიდეოები )

imageრატომ უმტყუნა საქართველოს მთავრობის მეთაურს ნერვებმა, რომლის "გაწონასწორებული იმიჯი" ერთ წამში დაინგრა? რამ გამოიყვანა წყობილებიდან გიორგი კვირიკაშვილი, რომლის საქციელი თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, არანაირად არ არის გამართლებული.

დაპირისპირება პირველ ეტაპზე " ევროპული საქართველოს" ერთ - ერთ ლიდერთან და ამ ახლადშექმნილი პარტიის იდეოლოგთან გიგა ბოკერიასთან მოხდა სხდომათა დარბაზში, მაგრამ კამათი და დებატები კვირიკაშვილსა და ბოკერიას შორის მხოლოდ ხმამაღალი დებატებით დასრულდა.image
ამის შემდეგ ჰქონდა შეხვედრა მთავრობის კაბინეტის წევრებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან, რომლებიც სამი კაცით იყვნენ წარმოდგენილნი ფრაქციაე, მაგრამ პარტიამ პოლიტიკური აქტივი წარმოადგინა განხილვაზე, რომელთაც პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით კითხვის დასმის უფლება არ მისცეს - აქედან დაიძაბა სიტუაცია მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, გინებითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.imageკვირიკაშვილმა ვერ დაასაბუთა ოპოზიციის ლიდერების შეკითხვებზე გაცემული პასუხების რეალობა ანუ მისი პასუხები არადამაჯერებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.კითხვები შეეხებოდა ახმეტ ჩატაევის, დედაქალაქის ცენტრში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის, ქალაქის ცენტრში სადისტურად მოკლული არასრულწლოვანების დაღუპვის, ექსმეგობარ გიორგი გაჩეჩილაძესთან წარმოშობილ საჯარო დაპირისპირებას, გახშირებულ კრიმინოგერულ სიტუაციას ქვეყანაში და ყველა იმ სოციალურ პრობლემებს, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს - ყველა ამ კითხვაზე მთავრობის მეთაურის მიერ გაცემული პასუხები არასრულფასოვანი აღმოჩნდა საზოგადოებისთვისაც. დაპირისპირებამ და სიტყვიერმა შეურაცხყოფამ პარლამენტის კიბეებზეც გადაინაცვლა, სადაც უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები " ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივს დაუპირისპირდნენ.
image

0
109
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0