x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტესტი ქალებისთვის:რომელია თქვენი საყვარელი ზღაპარი?

image


ნებისმიერი ზრდასრული ქალისთვის იყო განსაკუთრებულად საყვარელი ზღაპარი, რომლის მოსმენაც ან წაკითხვაც გიყვარდათ ბავშვობაში.რამდენად შესაძლებელია საყვარელმა ზღაპარმა თქვენი ხასიათის შესახებ რაიმე მოგვითხროს?


თუ თქვენი საყვარელი ზღაპარია:



1)მძინარე მზეთუნახავი-სავარაუდოდ თქვენ ხასიათთან ძალიან ახლოსაა აღმოსავლური სიბრძნე, რომელიც გვმოძღვრავს, რომ არ არის საჭირო შურისძიება, საკმარისი ჩამოვჯდეთ მდინარის ნაპირზე და დაველოდოთ როდის ჩამოატარებს წყალი თქვენი მტრის გვამს.თქვენ გწამთ ბედისწერის და გულხელდაკრეფილები ელოდებით განგებას, თქვენ ხართ საქმის გადადების და ორჭოფობის დიდოსტატი, სხვათა შორის ეს თვისება არც თუ ისე ურიგოა, დაელოდოთ მოვლენების განვითარებას და შეინარჩუნოთ წონასწორობა, სწორედ ეს არის ხელოვნება - პაუზის შენარჩუნება .



ამასთანავე სადღაც სულის სიღრმეში დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს გვერდით უნდა იყოს პიროვნება, რომელმაც "ჩემზე უკეთ იცის" რა უნდა გააკეთოს, ვისაც უნდა დაეყრდნოთ და აძლევთ სრულ და უპირობო უფლებას მიიღოს გადაწყვეტილება.თქვენ ამ დროს თავს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობთ და სულაც არ გაღელვებთ ის, რომ სხვის ჩრდილქვეშ ექცევით.

image


2)წითელქუდა-თუ ეს ზღაპარი გიყვარდათ მაშინ თქვენ ხართ ნამდვილი ავანატიურისიტი(როგორც არ უნდა წყნარი ხასიათის პიროვნებად გცნობდნენ ახლობლები)ახალი თავგადასავლების მუდმივი მაძიებელი და მოყვარული, რასაც თქვენ ცხოვრებას მრავალფეროვანს და შთამბეჭდავს ხდის, თუმცა ხშირად არც ფიქრობთ იმაზე, თქვენს ქმედებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, სხვათა შორის იღბალი ყოველთვის თქვენ მხარეზეა, ასე რომ, თქვენი იმედები ხშირად მართლდება.

ამასთანავე თქვენი სისადავე და გულწრფელობა იზიდავს მამაკაცებს და ისინიც ცდილობენ იზრუნონ თქვენზე "მზრუნველი მამიკოსავით" და ხელის გულზე გატარებენ, მაგრამ თქვენი ინფანტილობა, თუნდაც ძალზე მიმზიდველი, ნაკლებ შანსს გაძლევთ რომ გათხოვდეთ. თუ თქვენ გაწუხებთ კითხვა, თუ რატომ არის, რომ მამაკაცები, რომლებიც ასე ვნებიანად გიწვევენ საწოლში, ხოლო მყისიერად ორთქლდებიან როგორც კი საუბარი ქორწინებაზე მიდგება, მაშინ ეცადეთ ოდნავ სერიოზულად მოიქცეთ- ზოგჯერ მაინც..

image


3)კონკია-ხშირად გოგონები მშობლებს აბრალებენ, რომ ვერ თხოვდებიან და დარჩნენ სახლში, იმიტომ, რომ ძალიან მკაცრად და დოგმებით ზრდიდნენ.

"კონკია" გოგონებს მიაჩნიათ, რომ სიყვარული უნდა დაიმსახურო, იმუშავო მასზე, გაგეღვიძოს გრძნობები და მაშინ იქნება თუნდაც მცირე შანსი, რომ შეიყვარო, მათთვის არსებობს უბრალოდ იდეა-უნდა მიიღო ადამიანი მთლიანად, თავის დადებითი და უარყოფითი თვისებებებით და არ ცდილობენ ამ მხრივ შეცვალონ რამე.

ამასთანავე "კონკიები" ცდილობენ ყველასთვის კარგები და კეთილები იყვნენ და იბნევიან და გაოცებულები არიან იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ მათი გაკრიტიკება გაბედა.მაგრამ ყველაზე ძალიან რისიც ეშინიათ, არის სიმარტოვე-რომ ერთ დღესაც ისინი აღარავის დასჭირდება და დარჩებიან სრულიად მარტო.

image


4)მზეთუნახავი და ურჩხული-თქვენ იმ პიროვნებას მიეკუთვნებით, რომელსაც მიაჩნია, რომ პირობა ყოველთვის უნდა შესრულდეს და ასეთი პრინციპულობა დაფასებული უნდა იყოს, თქვენ ზუსტად იცით რა არის კარგი და რა ცუდი.

მოკლედ, თქვენთვის ყველაფერი ნორმალურად მიდის, სანამ კაცს არ გადაეყრებით, თქვენი ურთიერთობა მამაკაცთან ყოველთვის რთული და გაუგებარია, თუნდაც გაგექცეთ ან დაშორდეთ, მაშინაც კი ცდილობთ წარსულის ძაფებით მასთან დაკავშირებას, მონიშნავთ ვთქვათ სოციალურ ქსელში, დაურეკავთ და ხმას არ ამოიღებთ და ა.შ.ამასთანავე თქვენ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელიც მზადაა "ურჩხული" შეიყვაროს და მიგაჩნიათ, რომ ზრდასრული ადამიანი შეიძლება როგორმე "გადაკეთდეს" და სწორი ცხოვრების გზაზე დააყენებთ..გსურთ შეცვალოთ ცხოვრება?მაშინ უნდა მიხვდეთ, რომ ცხოვრება მექსიკური სერიალი არ არის.

image


5) პრინცესა და ბაყაყი-შესანიშნავად ხვდებიან, რომ მამაკაცები დაუდევრად ექცევიან იმ ქალებს, რომლებიც მათ "ნადავლად" მიაჩნიათ, ანუ ქალები რომლებიც მათ კისერზე ეკიდებიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ბევრად უფრო მოხერხებული ხართ:"მე შენ აგირჩიე" და მამაკაცებს რომ ჰქონიათ თქვენთან თამაშობენ, სინამდვილეში თქვენ თამაშობთ მათთან, ამის გარდა მოქმედებთ პრინციპით:"შემიყვარე შავი, თორემ თეთრი ისედაც ყველას უყვარს", თქვენ კაცობრიობის ძლიერ ნახევარს ხიბლავთ მყისიერი ტრანსფორმაცით და არაჩვეულებრივი ცოდნით. თქვენ შეგწევთ ფანტაზირების და იმპროვიზაციის უნარი, ამ კომბინირებული გარემოებების წყალობით, თქვნ ხართ შესანიშნავი იდეების გენერატორი.

image



image

იხილეთ აგრეთვე

2
63
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
2017, 21 დეკემბერი, 22:20
ჰოოო ახლა ვნახე
2017, 21 დეკემბერი, 20:55
ურჩხული და მზეთუნახავი ავირჩიე და ბუნებრივია სტატიაც წავიკითხე, გვერდი გადავტვირთე და ისევ 19 ნახვაა.
0 1 2