x
image
კატაპულტი
დღეს ზამთრის ბუნიობაა – ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე
image

ზამთრის ბუნიობა ყოველწლიურად 21 დეკემბერს ხდება და ის მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა.ამ დროს მზე უკიდურესად სამხრეთისაკენ იხრება 23, 5 გრადუსით.სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ჩრდილოეთ პოლუსი ამ დროს 23, 5 გრადუსით შორსაა მზისაგან და შესაბამისად დროის მცირე მონაკვეთის მანძილზე იღებს მისგან სინათლეს.

აქედან გამომდინარე, 21 დეკემბრის დილა გვიან თენდება, ხოლო საღამოს ადრე ბნელდება. ამ დღიდან დღე მატებას იწყებს და ეს გრძელდება 21 ივნისამდე, ანუ ზაფხულის ბუნიობამდე, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე ფიქსირდება.გარდა ამისა, არსებობს გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა, როდესაც დღე-ღამის დრო ერთმანეთის თანაბარია, 12-12 საათია. გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს, ხოლო შემოდგომისა 23 სექტემბერს აღინიშნება.

ზამთრის ბუნიობა ასტროლოგიური ზამთრის დასაწყისად ითვლება.


ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობას მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.წელიწადის ცივ სეზონზე განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში ზეიმობენ ხოლმე.ზაფხულის ბუნიობა კი ძველ დროში საქართველოშიც აღინიშნებოდა.

ზოგადად კი, მზისადმი თაყვანისცემა პრეისტორიულ ხანაში ხდებოდა და იმ დროის ხალხის რწმენით, ზამთრის ბუნიობა თავის თავში გულისხმობდა სიკვდილსა და წარმავლობას, ხოლო ზაფხულის ბუნიობა პირიქით– სიცოცხლესა და გამოღვიძებას განასახიერებდა.


საინტერესო სტატიები:

1.შევხვდებით თუ არა ახალ წელს თოვლით?


2.როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში?


3.როგორი ამინდი გველოდება უახლოეს მომავალში?


4.ისევ ემუქრება თუ არა გორის რაიონს დატბორვის საშიშროება?

0
4074
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
4074
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0