x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
ჯინსის შარვალმა კინაღამ ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

52 წლის ბრიტანელი ჯეინ რაილენსი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ჩვეულებრივი შარვალი, ერთ მშვენიერ დღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულების პროვოცირებას მოახდენდა და უფრო მეტიც, შეიძლება დაღუპვის მიზეზიც გამხდარიყო. ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, ბევრი ადამიანი დაინტერესდა აღნიშნული შემთხვევით და რადგან ჯინსის შარვალი ყველაზე პოპულარული სამოსია დღევანდელ რეალობაში, ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ, თუ რატომ მოხვდა ქალი საავადმყოფოში შარვლის გამო.

ამ ისტორიის მთავარმა გმირმა, როგორც თავად ამბობს, ჯინსის შარვალი ფასდაკლებით, ძალიან იღბლიანად (ეტყობა, დიდი ფასდაკლება იყო) შეიძინა. მართალია, ის ცოტა ვიწრო იყო, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ დროთა განმავლობაში, მის გაწევას შეძლებდა. ჯეინი ახალი შარვლით მთელი დღე დადიოდა, საღამოს მხოლოდ ბლუზა გამოიცვალა და მეგობრებთან წავიდა.


image

კარგად გაერთო, ბევრი იცეკვა, მაგრამ უეცრად თავი ცუდად იგრძნო და გრძნობა დაკარგა. გონზე რომ მოვიდა, იფიქრა, დაღლილობის ბრალიაო, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა.


image

დილით, მან კიდევ ერთხელ ისარგებლა ტაქსით, მაგრამ უკვე საავადმყოფოში წასასვლელად. ქალს ფეხები ისე ჰქონდა გასივებული, რომ სიარულს ძლივს ახერხებდა. ექიმმა გასინჯა თუ არა პაციენტი, მაშინვე ჰკითხა, თუ რა ეცვა მას წინადღეს და პასუხი რომ მოისმინა, ყველაფერს მიხვდა.

იმის გამო, რომ მას მეტისმეტად ვიწრო შარვალი ეცვა, რომელიც სისხლის მიმოქცევას აფერხებდა, ჯეინს ნერვული დაბოლოებები და წვივის კუნთები დაუზიანდა. პრობლემის მოსაგვარებლად 4 ოპერაცის ჩატარება გახდა საჭირო. შედეგად, ფეხის ფუნქციები სრულად აღდგა და ამჟამად ისე გამოიყურება, როგორც ფოტოზეა მოცემული. მიუხედავად ამისა, ჯეინი არ წუწუნებს, ის კმაყოფილია, რომ ექიმების ძალისხმევით მას ისევ შეუძლია სიარული! და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის გადარჩა. ვიწრო შარვალი დროზე რომ არ გაეხადა, შეიძლება ეს ისტორია სულ სხვანაირად დასრულებულიყო.


image


P. S. ეს შემთხვევა ყველასთვის კარგი გაკვეთილია: მეტისმეტად ვიწრო სამოსის ტარება, სისხლის თავისუფალ მიმოქცევას უშლის ხელს. მას შეუძლია სისხლჩაქცევების, კანის ანთებითი პროცესების გამოწვევა და ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი პრობლემების შექმნა. imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageფასდაუდებელი რჩევა: გააკეთეთ ეს და დაივეწყეთ გაყინული ფეხები (ფეხსაცმლის მოდერნიზებისთვის 5 წუთია საჭირო)

14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად

ფეხსაცმლის მოწესრიგების და კომფორტულად ტარების ხრიკები (+ კოჟრიანი ფეხების დამამშვიდებელი აბაზანა)

1
194
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
194
  
19 ოქტომბერი, 9:56
ასევე დავამატებ ლალიკუნა,თვითონ ჯინსების საღებავიც ძალიან საშიშია კანისთვის,თუ მივაგენი იმ წერილს სადაც ეს წერია გამოვაქვეყნებ,თანაც გული მწყდება,რომ დავწერე სტატია"ალენ დალასის დოქტრინა" შენს გარდა არავის მოეწონა,წაიყვანა ამ სატანა ამერიკამ ქართველთა სულიერება ჯოჯოხეთისკენ,რაც დღეს რომ ხდება საქართველოში,რომ გაავსეს საქართველო უცხო ტომთა ხროვით,რომ წაგვშალონ როგორც ერი!!!
0 1 1