x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352448
  • სურათი:508412
კატამ სახლი ქურდებისგან დაიცვა და ერთი ადამიანი მოკლა
image


ეს ამბავი ოზერსკში (ჩელიაბინსკის ოლქი, რუსეთი) მოხდა. მოხუცმა ქალმა ქუჩაში უპატრონო, დასუსტებული კნუტი იპოვა და მოსავლელად სახლში წაიყვანა.


image

კნუტი მალე მომჯობინდა და ჩვეულებრივი კატის ზომაზე, ბევრად დიდი გაიზარდა. მაგრამ, მოხუც ეს არ გაკვირვებია, რადგან სახის არაჟანზე და ხაჭოზე ჰყავდა გამოზრდილი. მარტოხელა ქალს ძალიან უყვარდა თავისი კატა. ის მისთვის კატაც იყო და შვილიშვილის მაგივრობასაც უწევდა. მას ხშირად ესაუბრებოდა, ხოლო კატა უსმენდა და ჭკვიანურ მზერას არ აცილებდა.


image

და ერთხელ, მოხუცი ქალის გაქურდვა გადაწყვიტეს. მძარცველებმა ძველი კარები ადვილად გატეხეს და სახლში შევიდნენ.

კატას ამ დროს, კარადაში, ზედა თაროზე ეძინა, იქ სადაც ჩვეულებრივ ქუდებს ინახავენ. ხმაურზე გაეღვიძა და... ერთ ქურდს საძილე არტერია გადაუღრღნა, ის ადგილზე დაიღუპა. მეორე ისე დაასახიჩრა, რომ კაცი რეანიმაციაში მოხვდა, ხოლო მესამეს, უფრო მეტად გაუმართლა – გაიქცა.

ადგილზე მისული პოლიცია, მომხდარის გამო, შოკირებული იყო. აღმოჩნდა, რომ მოხუცის კატა, სინამდვილეში, კატა კი არა, მანული (მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახიდან) იყო და ამ ცხოველის გაწვრთნა შეუძლებლად ითვლება!

ამ ისტორიაში ორი რამ იქცევს ყურადღებას: თუ როგორ გადააქცია ქალმა მტაცებელი ცხოველი შინაურ კატად და როგორ მოხვდა ეს ცხოველი დასახლებასთან ასე ახლოს?

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მანულები აგრესიულები არ არიან, მაგრამ საკუთარი საცხოვრებლის დაცვის დროს, ის მყუდროების დამრღვევს, ყოველთვის თავს ესხმის.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image


ქურდები სახლში შევიდნენ, რომელშიც 6 წლის ბავშვი იყო
ლომის “ადამიანური" საქციელი
12 კვირის ბავშვი ყუთში ჩააწვინეს და სარდაფში დატოვეს…



0
393
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0