x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73403
  • ვიდეო:326427
  • სურათი:429055
,,მივმართავ მათ, ვინც ჩემსავით ეტლში ზის..." - ირმა ხეცურიანი

image


იტალიის დედაქალაქ რომში, პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობა ჩატარდა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა, ტაილანდელ სპორტსმენს ფინალში 15-10 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.


ირმა ხეცურიანი წლების წინ სხვანაირ ცხოვრებას აპირებდა. 18 წლის სტუდენტ გოგონას უამრავი გეგმა ჰქონდა, ოცნებობდა... მოულოდნელმა მძიმე დიაგნოზმა ყველაფერი ამოატრიალა და ერთ დროს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, ეტლს მიაჯაჭვა. ირმას ცხოვრება შეიცვალა. სწავლასაც დაანება თავი. სტუდენტობაც დასრულდა, ახალ ცხოვრებასთან შეგუების, 8 მძიმე და სტრესული წელი ირმამ ოჯახთან ერთად დაძლია.



ვიდრე მსოფლიო ჩემპიონი სხვა ცხოვრებას დაიწყებდა, საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში მუშაობდა, ცესკოში პარალელურად ცხელი ხაზის ოპერატორობასაც ითავსებდა. ფარიკაობით გვიან დაინტერესდა და მეგობრების დაჟინებული თხოვნით, სპორტის ამ სახეობაში მოხალისედ ჩაეწერა.



ნებისმიერი სპორტი დიდ ნებისყოფასა და შრომას მოითხოვს, აქ წარმატებას მხოლოდ ძლიერი სულის ადამიანები აღწევენ. ირმამ ყველას დაუმტკიცა, რომ როცა არსებობს გარკვეული მიზანი, ყველანაირ სირთულეს დაძლევ! გოგონამ სულ რაღაც სამ წელიწადში შუძლებელი შეძლო. დღეს იგი მსოფლიო ჩემპიონია, ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო თასზე 7-ჯერ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი.


“საოცარი გრძნობაა, როცა უცხო ქვეყანაში შენი ქვეყნის ჰიმნი ისმის და ამის მიზეზი შენ ხარ! გეტირება და ცრემლებს ვერ იკავებ“ - გვითხრა მსოფლიო ჩემპიონმა.



image

დღეს ირმას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც იცნობენ.

მიუხედავად დაკარგული საუკეთესო წლებისა, ირმამ თავისი სათქმელი უკვე თქვა. 3 წელიწადში არაერთი მედალი და გამარჯვება მოიპოვა.


“მივმართავ მათ, ვინც ჩემსავით ეტლში ზის, მე გავიარე უამრავი სიძნელე და ჩემი ნებით ჩავერთე სპორტში. ყველაფერი, რაც გაშინებს, სწორედ ის უნდა გააკეთო. ნუ შექმნით პანიკას იმის გამო, რომ ეტლში სხედხართ. წუწუნი არ ვარგა, სხვებს ნუ უყურებთ, გააკეთეთ ის, რაც გინდათ. როცა გგონია რომ რაღაც არ შეგიძლია, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ შეძლო!“


ირმას შემდეგი მიზანი ტოკიოს ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების მოპოვებაა, წარმატებები ვუსურვოთ უძლიერესს ქართველ სპორტსმენს.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0