x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთხელ ნათია თოდუას შესახებ

image

ძალზე სასიამოვნო სიახლეა და ნამდვილად გასახარი, როდესაც ისეთი პატარა ქვეყანა, როგორც საქართველოა და თავის ადგილის დამკვიდრებას ცდილობს მსოფლიო შოუ-ბიზნესში, უცხოურ ქვეყნის (თან გერმანიის) სიმღერის კონკურსზე იმარჯვებს ქართელი შემსრულებელი, რაც ძალზე სასიამოვნოა...ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ნათიას, სწორედ ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ უნდა დაიწყოს მისთვის ახალი ათვლის ეტაპი, იმედია ასეც იქნება.


თუმცა ახლა სხვა რამეზე მინდა გესაუბროთ:ქართულ საზოგადოებაში ეს რამდენიმე დღეა გამუდმებით თითს იშვერენ ქართული ჟიურისკენ, არაპროფესიონალიზმში დებენ ბრალს(ესეც ცალკე საკითხია რა თქმა უნდა), როდესაც ის 2014 წელს კონკურსიდან გაუშვეს და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ამას აკეთებენ თვით პროფესიონალი მუსიკოსებიც, რაც მათ არაკომპოტენტურობაზე მეტყველებს, ან არ უნახიათ მასალები და ზეპირად ყოველგვარი გადმოწმების და ანალიზის გარეშე ლაპარაკობენ..


თუმცა ახლა მე თავს უფლებას მივცემ(თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თავად გახლავართ ამ პროფესიის წარმომადგენელი) ზოგიერთი განმარტება გავაკეთო რა შეიძლება ყოფილიყო მისი კონკურსიდან გაშვების ფაქტორი და მიზეზი.



1) 2014 წელს ნათია 18 წლის იყო, როგორც მოგეხსენებათ ნებისმიერი პედაგოგი კრძალავს სიმღერას გარდატეხის ასაკში, დიდი შანსია, რომ ხმა გაიფუჭო, ნათიას სწორედ გარდატეხის ასაკის დასასრულისკენ მიდიოდა.



2)სიმღერის არასწორი შერჩევა: ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობა, არ არსებობს მომღერალი მსოფლიოში რა დონისაც არ უნდა იყოს ყველა სიმღერა იდეალურად შეასრულოს, ანუ "მოირგოს"(ვიღაცას მოეწონება, ვიღაცა დაიწუნებს)მოქმედებს უამრავი ფაქტორი: ხმის ტემბრი, რეგისტრი, შესრულების მანერა, მახვილები და ა.შ.60-70 წლებში როდესაც ქართველი კომპოზიტორები(არა მარტო ქართველი) სიმღერებს წერდნენ, წინასწარ იცოდნენ ვის უნდა შეესრულებინა, ანუ ვის მოუხდებოდა ის კონკრეტული სიმღერა და არა იმიტომ, რომ სხვამ სიმღერა არ იცოდა.



3)შესაძლო წინა ორ პუნქტს ადასტურებს ნათიას შესრულებული სიმღერა ტინა ტერნერის რეპერტუარიდან Golden Eye-ს, მით უმეტეს, რომ თითქოს თავის სტილისაა, სიმღერა ნამდვილად ცუდად არის ნამღერი, ამიტომ ჟიურის კრიტიკა სამართლიანია(თუმცა არა ისეთი უხეში, როგორიც გაბუნიას შეფასებული"სასაცილოა")


4)ნათია თოდუა გერმანიაში გამარჯვებამდე უკრაინულ "ვოისშიც" გამოვიდა, შესაძლოა იგი სიტყვაზე ამერიკულ ან ფრანგულ ვოისში გამოსულიყო და ეგრევე გაეგდოთ, ამიტომ აქ გერმანული ჟიურის პროფესიონალიზმი(ან სხვისი არაპროფესიონალიზმი) არაფერ შუაშია, სიმღერა სპორტი არაა იჭიდაო და სახეზე იყოს გამარჯვება, ხელოვნების შეფასება, მით უმეტეს მუსიკის, ყოველთვის სუბიექტური შეიძლება იყოს, (ისტორიამ ამის უამრავი მაგალითები იცის, თან კურიოზულიც კი)მოკლედ, ნათიამ გერმანელი მსმენელის გემოვნება დააკმაყოფილა.



5) და ბოლოს... ყველაზე მთავარი;ზემოთ შესავალშიდაც აღვნიშნე:კონკურსში გამარჯვება სხვაა და შემდეგ რა იქნება ისაა მთავარი..როგორ აეწყობა მისი კარიერა, როგორც წესი კონკურსში გამარჯვებულების უმეტესობა საპნის ბუშტებივით ქრებიან, და ორიოდე წელში აღარავის ახსოვს, მუსიკოსობა მარტო სიმღერა არაა!!თანაც ქავერების შესრულება ..


იმედია ნათია ან სხვა ვინმე, გამოჩნდება პირველი მერცხალი, შექმნის ან შეასრულებს სიმღერას, რომელიც მსოფლიო ჩარტებს დაიპყრობს და ყველას პირზე ეკერება, რომ ის საქართველოდან არის, როგორც ეს თურქმა ტარკანმა, ეგვიპტელმა ამრ დიაბმა, ფინურმა ჯგუფებმა, ბერძენმა ელენა პაპარიზუმ, რუსულმა "ტატუმ" და სხვებმა შეძლეს.


0
237
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0