x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რას წერს ნათია თოდუა გიორგი გაბუნიაზე?!
გერმანული "ვოისის" გამარჯვებული ქართველი კონკურსანტი, ნათია თოდუა თავის ფანებს პასუხობს და მათ მოუწოდებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ აზიარებენ ამდენ ნეგატივს, "რაც იყო იყო!"- წერს თოდუა.


image



"უღრმესი მადლობა რომ მთელი საქართველო ზეიმობთ ჩემთან ერთად! უბედნიერესი ვარ! ასევე მსურს მოგიწოდოთ რომ უბრალოთ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე შემფასებლისგან მიღებულ სუბიექტურ აზრს იჯერებენ და შემდეგ ჩერდებიან. არიან ადამიანები, რომლებსაც გულის ძახილი არ ასვენეთ და კიდევ მცდელობებს განაგრძობენ.მე ბედნიერი ვარ რომ ამის ძალა აღმოჩნდა, ბედნიერი ვარ რომ ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა როგორც პიროვნება. ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო რომ დღეს აქ ვყოფილიყავი, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით რომ შეცდომა იყო.

ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს რაც საბედნიეროდ ჩემს წარსულშია. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალი. ვიცი რომ 2014 წელს გამოუცდელი კონკურსანტის ნათია თოდუას შეფასება გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო ვიდრე შეფასება მაგრამ საბედნიეროდ ამით არ წყდება ყველაფერი. დღეს მილოცვებთან ერთად ვხედავ რომ უმრავლესობა მათ კრიტიკაზე და შეურაცყოფაზე გადადიხართ რაც ნამდვილად არ არის საჭირო.


პ.ს მე პირადად არ მსურს შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო, მე მოგებით ვუპასუხე.

მიყვარხართ!" – წერს თოდუა.



imageimage

0
2134
6-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
2134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0