x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
გარდაიცვალა არჩილ ჩიხლაძე

image



გუშინ მოხუცთა თავშესაფარში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა 60-70 წლების ესტრადის ვარსკვლავი არჩილ ჩიხლაძე, ინფორმაციას ამის შესახებ თავშესაფრის ხელმძღვანელი მერაბ შათირიშვილი ავრცელებს:


"გარდაიცვალა გამოჩენილი მომღერალი, ყველასათვის საყვარელი პიროვნება, არჩილ ჩიხლაძე. გარდაიცვალა მომღერალი, რომლის სიმღერებითაც ტკბებოდა და ტკბება ქართული საზოგადოება.გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ღვაწლიც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უკვდავია. იგი გარდაიცვალაBarbare XXI - Home For The Elderl-ში, რომლის ერთერთი მასპინძელიც ორი წლის მანძილზე გახლდათ. თავშესაფრის ხელმძღვანელობა უსამძიმრებს და უთანაგრძნობს ამ მწუხარებას, მთელ საქართველოს..."

image


მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი -60-70-იან წლებში პოპულარული მომღერლები, ფირმა "მელოდიამ" მათი მრავალი ფირფიტა გამოუშვა, კონცერტებზე თავიდან გამოდიოდა ჯგუფ "რეროსთან" ერთად, დუეტმა განსაკუთრებით სახელი გაითქვა ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "კართან მოდგა შემოდგობა", "სიჭაბუკე", ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი" "თვალჟუჟუნა ქალავ“და სხვა.

image

რამდენიმე წელია წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა, თუმცა ურთიერთობა მაინც ჰქონდათ და ერთადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რადიო თუ ტელე შოუში.

უკანასკნელ წლებში არჩილ ჩიხლაძე უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა, რის გამოც ბევრჯერ მოექცა პრესის თუ ტელევიზიის ყურადღების ქვეშ.




1
698
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
698
  
2017, 20 დეკემბერი, 9:35
:( ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
0 1 1