x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მესტიის ფოტოსურათი ვიკიპედიის ფოტოკონკურსში გამარჯვებულ 15 ფოტოს შორის მოხვდა
''ვიკის უყვარს ძეგლები'' (Wiki Loves Monuments) - ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია. მას ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. სასიხარულოა, რომ წლევანდელ კონკურში გამარჯვებულ 15 ფოტოსურათს შორის სვანური კოშკების ფოტოც აღმოჩნდა.



image



ფოტოკონკურსის მონაწილეები იღებენ ადგილობივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) ათავსებენ. პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება.

პირველი კონკურსი ''ვიკის უყვარს ძეგლები'' ჩატარდა ნიდერლანდებში 2010 წელს, როგორც საპილოტე პროექტი. კონკურსმა ტრადიციული სახე მიიღო და შემდგომ წლებში მას ევროპისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა.


ვიკიპედიის ქართული განყოფილების ორგანიზებით ბოლო ორი წელია კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.

წლევანდელ კონკურსში მონაწილე თითოეული ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა. მათ შორისაა მესტიის ფოტოც, რომელიც უკრაინელმა ფოტოგრაფმა დმიტრო ბალხოვიტინმა გადაიღო. სვანური კოშკებისთვის გადაღებულმა სურათმა კონკურსში მე-13-ე ადგილი დაიკავა.





1 ადგილი - ხანდობას ტაძარი მახარაშტრაში, ინდოეთი


image



მე-2-ე ადგილი: სამლოცველო ტაილანდში


image



მე-3-ე ადგილი: საღამოს ლოცვა ბაითულ - მუქარამის მეჩეთში, დაკა, ბანგლადეში


image



მე-4-ე ადგილი: სპირალური კიბე ბარონ ემპაინის სასახლეში, კაირო, ეგვიპტე


image



მე-5-ე ადგილი: ვერუკოლეს ციხესიმაგრე, ტოსკანა, იტალია


image



მე-6-ე ადგილი: ოთახი ვერუკოლეს სასახლეში, ტოსკანა, იტალია


image



მე-7-ე ადგილი: მარტოსული მლოცველი ბაითოლ-მუჰარამის ნაციონალურ მეჩეთში, დაკა, ბანგლადეში


image



მე-8-ე ადგილი: ღვთისმშობლის ტაძარი (ბაზილიკა) მონრეალში, კანადა


image



მე-9-ე ადგილი: მზის ჩასვლა ბუდისტური ტაძრის ფონზე, ბანგკოკი, ტაილანდი


image



მე-10-ე ადგილი: მთვარის შუქით გაბრწყნებული სიდნეის ოპერის შენობა, ავსტრალია


image



მე-11-ე ადგილი: ბრაიტონის კარიბჭე, დიდი ბრიტანეთი



image



მე-12 ადგილი: კაზინო ვაისბადენში, გერმანია


image



მე-13-ე ადგილი: სვანური კოშკები ღამით, საქართველო (ფოტოს ავტორია უკრაინელი ფოტოფრაფი დმიტრო ბალხოვიტინი)


image



მე-14-ე ადგილი: ტაბატაბეის მეჩეთი, კაშანი, ირანი


image



მე-15-ე ადგილი: კომაჩიოს უძველესი სასახლე და ხიდი, ფერარა, იტალია


image


















0
183
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0