x
მეტი
  • 22.04.2018
  • სტატია:76294
  • ვიდეო:328953
  • სურათი:432490
მსოფლიოს რელიგიები (რწმენის პარადოქსი)

მსოფლიოში მრავალი ათეული რელიგია არსებობს. თითოეულს ჰყავს უთვალავი მიმდევრები. ყველა რელიგიურ ადამიანს აქვს მტკიცე რწმენა. რელიგიები იყოფიან განშტოებებად. მაგალითად ქრისტიანობაში 34 000 განშტოებაა. ისლამში რამოდენიმე განშტოებაა. ასევე რამოდენიმე განშტოებად იყოფა იუდაიზმიც (მაგ. რეფორმატორები, ხასიდები, კონსერვატორები და ა.შ.)

ქრისტიანობაში ყველაზე ცნობილნი არიან კათოლიკეები და მართლმადიდებლები.

იცით რაშია პრობლემა?? საქმე იმაშია რომ ამ რელიგიებს და განშტოებებს შორის არსებობს საგრძნობი განსხვავება! თითოეული რელიგია საკუთარ თავს აცხადებს ერთადერთ ჭეშმარიტად, ხოლო ყველა სხვა დანარჩენს არასწორად! თითოეული მორწმუნე დარწმუნებულია რომ მხოლოდ მისი რწმენაა ერთადერთი ჭეშმარიტი და სხვები კი ცრუ!... ბოდიში, მაგრამ რაებს ბოდავთ?? ნებისმიერი ორთოდოქსი სიტყვაზე, მიპასუხებს რომ მისი რელიგია იმიტომაა ერთადერთი სწორი, რომ მას ასე სწამს! უკაცრავად მაგრამ ჩემო კარგო, რწმენა სხვებსაც აქვთ! იგივე შიიტებს ან კათოლიკეებს! კიდევ რას მეტყვი? ასეთი იტყვის: მე მაქვს წმინდა წიგნი!

ბოდიში, მაგრამ წმინდა წიგნები სხვებსაც აქვთ! ზოგი იტყვის: მე ღმერთთან მაქვს კავშირი და ის მკარნახობს რა არის ჭეშმარიტება!... :)))... რაო? უკაცრავად მაგრამ სხვებიც იგივეს იტყვიან! მაშინ სადღაა მტკიცებულება იმისა, რომ თუნდაც ერთი რელიგია მაინც ამბობს სიმართლეს? ბოლოს და ბოლოს რომელია "სწორი"???...

დამტკიცება არც ერთს არ შეუძლია!

როგორც ათეისტი მეცნიერი კრისტოფერ ჰიტჩინსი ამბობდა, ყველა რელიგია ურთიერთგამომრიცხავი აბსურდია იმდენად რამდენადაც ერთმანეთის საპირისპიროს ამტკიცებენ და რეალურად არც ერთს არ შეუძლია დაადასტუროს საკუთარი სისწორე. პრინციპში ამას მორწმუნეები საერთოდ არც ითხოვენ იმდენად აქვთ ტვინი გამორეცხილი პროპაგანდით.

მაშინ, რანაირად შეგიძლიათ დაამტკიცოთ რომ თქვენი რწმენაა ერთადერთი სწორი??? საიდან იცით ეს??? რწმენაც და წმინდა ტექსტებიც ყველა რელიგიას აქვს. ღმერთთან სიახლოვეზე ყველა რელიგია საუბრობს. ბოლოს და ბოლოს ვინაა მართალი?? იქნებ არავინ? იქნებ ათეიზმია სწორი?

რას ნიშნავს "უბრალოდ მწამს"? კი მაგრამ საიდან მოიტანეთ რომ თქვენ რა დოგმატებიც გაქვთ სწორია?

ყველა რელიგიაში არის დოგმატები, რწმენა და ლიტერატურა...

რწმენა მუსლიმსაც აქვს, ქრისტიანსაც, იუდეველსაც და ა.შ. და ესენი ყველანი იბრძვიან ერთმანეთის გასანადგურებლად. თითოეული რელიგია იბრძვის იმისათვის რათა მოსპოს ყველა სხვა და თვითონ გაბატონდეს. უაცრავად მაგრამ სადაა აქ "ღვთაებრივი ჭეშმარიტება"??

წარმომიდგენია რა მოხდება მუსლიმი, ქრისტიანი და იუდეველი ერთ ოთახში რომ ჩაკეტო...

ბოლოს და ბოლოს ვინაა მართალი???! ა???!

ჩემო კარგებო, თქვენ ყველანი სუბიექტურები ხართ და არაფრის დამტკიცება არ შეგიძლიათ და ამიტომაც თქვენი რწმენა = აბსურდი.

imageimageimageimageimageimageimageimage

1
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
150
  
21 იანვარი, 0:27
რა თქმა უნდა თითოეული სიტყვა ჭეშმარიტებაა.
0 1 1