x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
10 000 მკვდრის ქალაქი
image

ჩრდილოეთ ოსეთი. დარგავსი. მას 10 000 მკვდრის ქალაქსაც უწოდებენ. ფაქტია, რომ სანდო ინფორმაცია კავკასიის ყველზე დიდ ნეკროპოლისზე არ მოიპოვება. საძვალე-კოშკები სულ 96-ია და დღემდე აგრძელებენ მიცვალებულთა სიმშვიდის დაცვას. გადმოცემის მიხედვით, ვინც აქ შევიდოდა, უკან ვეღარ გამოაღწევდა, ამიტომ დარგავსს ადგილობრივები და ტურისტებიც კი ერიდებიან. აქ შეიძლება ხელსაწყოები მწყობრიდან გამოვიდნენ, ფოტოკამერებმა ვერაფერი აღბეჭდონ, ბატარიები თვალისდახამხამებაში დაჯდნენ-ეს კიდევ უფრო მისტიკურ და საშიშ ელფერს სძენს ამ ადგილს.

image

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იმის გამო, რომ სტუმარი თითქმის არ ყავს, დარგავსმა პირვანდელი სახე სავსებით ხელუხლებლად შეინარჩუნა.


საძვალეებში მიმოფანტული ძვლების გარდა, აქ მუმიებიც შეგიძლიათ ნახოთ. ამ ქალაქის გამოკვლევა პირველად მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მოხდა. ერთერთ საძვალეში მაშინ არქეოლოგებმა 100-მდე თავის ქალა დაითვალეს.

image

ადგილობრივი ლეგენდები გვამცნობენ, რომ მიცვალებულები აქ ცოცხლებივით ინახებოდნენ. ეს სავსებით დამაჯერებელია, რადგან კოშკის აშენებისას განსაკუთრებულ ვენტილაციას და მიკროკლიმატს ქმნიდნენ მის შიგნით, რაც გვამის ბუნებრივ მუმიფიცირებას ხელს უწყობდა.

image

თითოეული აკლდამა ერთ გვარს ეკუთვნოდა. შენობის კედლისთვის სიმტკიცის მისაცემად სპეციალურ ხსნარს იყენებდნენ, რომელშიც კვერცხს და რძესაც კი ურევდნენ, ხოლო როცა აკლდამაში თავისუფალი სივრცე აღარ რჩებოდა, მთიელები მასში დამატებით იარუსს აგებდნენ.

შავი ჭირის დროს აქ ავადმყოფებიც მოყავდათ, რომლებიც აკლდამებში ელოდნენ სიკვდილს, ახლობლებს კი სასმელ-საჭმელი მოჰქონდათ მათთვის.

image

ყველაზე გასაოცარი კი ნავებია, რომელშიც მიცვალებული წევს და ნავში მონეტები ყრია. მსგავსი რამ, როცა ადამიანებს სწამდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანმა მდინარე სტიქსი უნდა გადაცუროს და ამაში გარკვეული გასამრჯელო ქარონს-მენავეს უნდა გადაუხადოს, ანტიკურ ხანას ახასიათებს.

image

ამ ადგილის შესახებ ასეთი ლეგენდაც არსებობს: ძველად, აქ მდებარე ქალაქის მეომრებს ულამაზესი ასული ჩაუგდიათ ტყვედ და მაშინვე შუღლი და დაპირისპირება ამტყდარა თუ ვის უნდა დარჩენოდა მშვენიერი ნადავლი. დავის გადასაწყვეტად უხუცესებს მიმართეს, მაგრამ ქალის სილამაზემ მათაც კი დააკარგვინა თავი. 3 დღეს თათბირობდნენ: რომ გაეშვათ, მეომრები ისევ მას გაეკიდებოდნენ, რომელიმესთვის დაეთმოთ და მაშინ სისხლისღვრა ატყდებოდა, ამიტომ ასულს სივდილი მიუსაჯეს. როგორც კი მშვენიერი გოგონა სიცოცხლეს გამოასალმეს, საშინელი წყევლა დაატყდა ხალხს თავს. მათ ხორცი სცვიოდათ ძვლებიდან. გარდაცვლილებს მარხავდნენ, მ, აგრამ მათ ძვლებს მიწა არ იღებდა და უკან აბრუნებდა მიცვალებულებს. მაშინ, ძვლების გარშემო ქვებით ააშენეს აკლდამები და ასე გაჩნდა 10 000 მკვდრის ქალაქი.

image

0
241
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0