x
მეტი
  • 22.07.2018
  • სტატია:78785
  • ვიდეო:331519
  • სურათი:435504
რომელი წიგნების შეძენა შეგიძლიათ საახალწლოდ 100 ლარიანი ბიუჯეტით?

image

წლის ყველაზე ჯადოსნური დღეები გვიახლოვდება. საახალწლო ციებ-ცხელება უკვე პიკს აღწევს და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შესარჩევადაც სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება. თითოეული ადამიანის გემოვნების გათვალისწინებით საჩუქრის შერჩევა ნამდვილად რთული საკითხია, მაგრამ ამ დილემას ბევრად გავიადვილებთ თუ საჩუქრებად წიგნებს შევარჩევთ, რადგან წიგნი ნამდვილად უნივერსალური და საუკეთესო საჩუქარია.

თუ წიგნების შეძენა გსურთ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის ან თუნდაც საჩუქრად საყვარელი ადამიანებისთვის, ეხლა ამისთვის ნამდვილად საუკეთესო პერიოდია. საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" 10 დეკემბრიდან თავის ერთგულ მომხმარებელს წიგნებზე.

50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საინტერესო წიგნები მოვიმარაგოთ ჩვენთვისაც და საყვარელი ადამიანებისთვისაც.



ხშირად წინასაახალწლოდ ბიუჯეტი შეზღუდული გვაქვს, გამომდინარე იმ ხარჯებიდან, რასაც ეს სადღესასწაულო პერიოდი უკავშირდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ სასურველი წიგნების შერჩევის პროცესი გაგიადვილოთ და გირჩიოთ რომელი წიგნების შეძენას მოახერხებთ წინასაახალწლოდ "ბიბლუსის" ქსელში 100 ლარიანი ბიუჯეტით. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი რჩევებია და თქვენ თავადაც შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით წიგნების სასურველი კომბინაციების შექმნა და შეძენა.

I ვერსია
"პატარა პრინცი" ანტუან დე სენტ ეგზიუპერი
"თოვლის გუნდას ამბები" ჯანაშია & გულეური
"თქვენ შორის ღმერთია" დავით დეფი
"ეშმაკს აცვია პრადა" ლორენ ვაისბერგერი
"თავებზე მონადირე" იუ ნესბო
"ცემენტის ბაღი" იენ მაკიუენი
"დროშები მტვერში" უილიამ ფოლკნერი
"რწყილების სასახლე" ელიფ შაფაქი
"ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?" ფილიპ კ. დიკი
"ნურასდროს დაბრუნდები" ლი ჩაილდი
"მობილური" სტივენ კინგი
"ნაქსოვი ქუჩების ქალაქი" ემი იტერანტა
"ნამსხვრევები" ენ მაიკლსი
"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" ოთარ ჭილაძე

II ვერსია
ზღაპრები შარლ პერო
"თეთრი ეშვი" ჯეკ ლონდონი
"შერლოკი, ლუპენი და მე" ირენ ადლერი
"თოვს და ითოვოს" ჯონ გრინის, მორინ ჯონსონისა და ლორენ მირაკლი
"გაუსხნელი საქმეები" ქეით ატკინსონი
"თოვლის კაცი" იუ ნესბო
"გენიოსი" მერი ლუ
"კლოუნის თვალთახედვა" ჰაინრიხ ბიოლი
"ჭაღის ანგელოზი" ნათია როსტიაშვილი
"დისტოპიესები" ალექსანდრე ლორთქიფანიძე
"ერთ ბნელ, ბნელ ტყეში" რუთ უეარი
"სილმარილიონი" ტოლკინი
"ბაჭია, გაიქეცი" ჯონ აპდაიკი

როგორც აღმოჩნდა, წინასაახალწლოდ 100 ლარიანი ბიუჯეტით ნამდვილად უამრავი წიგნის შეძენაა შესაძლებელი. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვერსიებში კი გათვალისწინებულია ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანის სურვილები, რათა უფრო მეტად გაგიადვილდეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებისთვის საინტერესო წიგნების შერჩევა.

0
14
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0