x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
შობა ბავშვებისთვის - ზოგიერთი ევროპული ქვეყნის საშობაო ტრადიცია
image

მსოფლიოს ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში აღნიშნავენ შობას, მაგრამ ეს ყველგან ერთნაირად არ ხდება. ვნახოთ, რა ხდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში :


საფრანგეთი:


image


Joyeux Noël

საფრანგეთში გავრცელებულია რწმენა, რომ თოვლის ბაბუა ციდან მარხილით ეშვება და ბავშვებს სასთუმალთან საჩუქრებს ულაგებს 24 დეკემბრის ღამეს. აქ შობა ძირითადად, ოჯახურ გარემოში აღინიშნება და მიირთმევენ ინდოურის ხორცს და ტრადიციულ საშობაო ნამცხვარს.

დიდი ბრიტანეთი

image

Merry Christmas


ბრიტანეთშიც ბავშვებისთვის თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები, ისიც 24 დეკემბერს ღამე შეივლის ხოლმე ოჯახებში, მაგრამ მათ ის ბუხრის კუთხეში დადებულ წინდებში ულაგებს. დიდ ბრიტანეთშიც, საფრანგეთის მსგავსად, შობა ინდოურის ხორცთან და ტრადიციულ საშობაო პუდინგთან ასოცირდება.


ესპანეთი


image



Feliz Navidad

ესპანელებისთვის შობის დღესასწაული ყველა რელიგიურ დღესასწაულზე მნიშვნელოვანია. ისინი ქრისტეს დაბადებას აღნიშნავენ და ამ დღეს არ აქვთ თოვლის ბაბუის ტრადიცია. სამაგიეროდ, ისინი 6 იანვარს მოდიან და ბავშვებს საჩუქრებს აივანზე მოთავსებულს საბოებში ალაგებენ.

ბელგია

image

Zalige Kertfeest

წმინდა ნიკოლა 6 დეკემბერს მოდის სათამაშოებით დატვირთული სახედრით. ბუხრის სიახლოვეს, ბავშვები სახედრისთვის თალგამსა და სტაფილოს დებენ . წინა საღამოს კი წმინდა ნიკოლას ფორმის ორცხობილებს მიირთმევენ. ეს არის მშრალი და ძალიან ტკბილი ორცხბილები და დღესასწაულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

გერმანია

image

Frohe Weihnachten
Frohliche Weihnachten

თოვლის ბაბუის ტრადიცია ევროპაში გერმანელებმა დაამკვიდრეს 400 წლის წინ. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წმინდა ნიკოლას ასაჩუქრებს ბავშვებს ისევე, როგორც ბელგიაში, ტრადიციულად 6 დეკემბერს. ის ციდან ციგით ეშვება, სამხრეთ ნაწილში კი, - ბავშვებს თოვლის ბაბუა აჯილოდოვებს წლის განმავლობაში კარგად მოქცევისთვის. გერანელები საშობაოდ მიირთმევენ პურებს, რომელიც პატარა ტექსტებითაა გაფორმებული.

იტალია

image

Buon Natale

იტალიაში შობის დღესასწაული თითქმის სამ დღეს გრძელდება, ოცდაოთხიდან ოცდაექვს დეკემბრამდე. საჩუქრები მოგვიანებით რიგდება - 6 იანვარს მოხუცი თეთრთმიანი ქალის მიერ, რომელიც ცნობილია ჯადოქარ ბონაფას სახელით. საშობაოდ იტალიელები მიირთმევენ ტრადიციულ ნამცხვარს, სახელად- პანეტონი

საბერძნეთი

image

Eftihismena Christougenna

ზოგადად, ბერძნებისთვის შობის დღესასწაული ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე -აღდგომის. აქ საჩუქრები პირველ იანვარს მოაქვს წმინდა ბასილის ბავშვებისთვის.თოვლის ბაბუის ტრადიცია არც საბერძნეთს აქვს. ტრადიციის თანახმად, საღამოს ბერძენი ბავშვები მეზობლებთან მღერიან, სანაცვლოდ კი ტკბილეულს იღებენ.

პოსტ სკრიპტუმ: საქართველოში, მოგეხსენებათ, ისევ თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები პირველ იანვარს და იმედია, ყველა მათგანს უხვად დააჯილოებს და ჩვენი ქვეყნის უდიდეს გამოწვევას-მიუსაფარი ბავშვების პრობლემას 2018 წელს მაინც გადავჭრით.

სტატიის წყარო: fete-enfants.com

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0