x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ანა კურნიკოვამ ტყუპები გააჩინა - ბავშვების მამა ენრიკე იგლესიასია


image


ყოფილმა რუსმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ ტყუპები, -ქალ-ვაჟი გააჩინა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.


როგორც გამოცემა იუწყება, ბავშვების მამა არის ჩოგბურთელის ოფიციალური ქმარი, 42 წლის ესპანელი მომღერალი ენრიკე იგლესიასი.ბიჭუნას ნიკოლასი დაარქვეს, ხოლო გოგონას -ლუსი.

კურნიკოვა დიდი ხნის მანძილზე, 2016 წლის ნეომბრიდან არ გამოჩენილა საზოგადოებაში და საგულდაგულოდ მალავდა საკუთარ ორსულობას, თუმცა მანამდეც პაპარაცები საფუძვლიანად ეჭვობდნენ, რომ კურნიკოვა ფეხმძიმედ იყო.


image

კურნიკოვასა და იგლესიასისთვის ეს პირველი შვილებია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2001 წლიდან არიან ერთად.


36 წლის რუსმა ჩოგბურთელმა კარიერა 2003 წელს დაასრულა ტრავმის გამო, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის(WTA) რეიტინგში მისი უმაღლესი ადგილი №8 არის, 2016 წელს კურნიკოვა შეყვანილი იქნა ჩოგბურთის დიდების დარბაზში.

image

რაც შეეხება ენრიკე იგლესიასს, იგი პირველი ესპანურენოვანი მომღერალია. რომელმაც ყველაზე მეტი ალბომი გაყიდა შეერთებულ შტატებში; მთლიანად კი მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი დისკი აქვს გაყიდული.

image

0
174
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0