x
მეტი
  • 20.01.2018
  • სტატია:73271
  • ვიდეო:326308
  • სურათი:428887
იგავი: სტაფილო, კვერცხი და ყავა

image



მივიდა ერთხელ მოსწავლე მასწავლებელთან და შესჩივლა:

ოსტატო, დავიღალე. ისეთი რთული ცხოვრება მაქვს, ისეთი სირთულეებისა და პრობლემების წინაშე ვდგავარ, რომ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს დინების საპირისპიროდ მივდივარ, ეს კი ძალიან მფიტავს და არაფრის ძალა აღარ მაქვს… ძალიან გთხოვ მირჩიე, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

მასწავლებელმა ყურადღებით მოუსმინა მოსწავლეს, შემდეგ კი პასუხის ნაცვლად სამი წყლით სავსე ქვაბი შემოდგა ცეცხლზე. ერთ ქვაბში სტაფილო ჩადო, მეორეში კვერცხი, მესამეში კი ყავა ჩაყარა. ცოტა ხანში ბრძენმა ქვაბებს სახურავები მოხადა, პირველი ორი ქვაბიდან ამოიღო სტაფილო და კვერცხი, მესამე ქვაბიდან ყავა ფინჯანში დაასხა და მოსწავლეს მიუბრუნდა:

- რა შეიცვალა?

- კვერცხი და სტაფილო მოიხარშა, ყავა კი წყალში გაიხსნა – უპასუხა მოსწავლემ.

- არა – ეს სიტუაციის ძალზედ ზედაპირული ჭვრეტაა, სწორედ ასე უდგება ადამიანების უმრავლესობა ცხოვრებას, რის გამოც ვერასოდეს ხდებიან ბედნიერები – გულისტკივილით ჩაილაპარაკა ოსტატმა.

რამდენიმე წამში კი განაგრძო: წყალი – ეს ჩვენი ცხოვრებაა, ცეცხლი არასასიამოვნო გარემოებები და ცვლილებებია, ხოლო სტაფილო, კვერცხი და ყავა კი ადამიანთა ტიპებია.

დააკვირდი – მკვრივი სტაფილო წყლის ადუღების შემდეგ დარბილდა. ასეა ამ ტიპის ადამიანიც, ის მხოლოდ ჩვეულებრივ და უსაფრთხო სიტუაციებში არის "მაგარი", რთულ პირობებში ის რბილდება და კარგავს სიმყარეს. ასეთი ადამიანი ადვილად ნებდება ცხოვრებას.

სათუთი და სუსტი კვერცხი პირიქით გამაგრდა. ამ ტიპის ადამიანი თავიდან საკმაოდ სუსტი და რბილია, თუმცა რთულ პირობებში ის მყარი და სტაბილური ხდება და ადვილად არ ნებდება ცხოვრებას.

თუ გარეგნულად შევხედავთ ორივეს, თითქოს არაფერი შეცვლილა, ისინი ისევ ისე გამოიყურებიან როგორ მოხარშვამდე, უბრალოდ მათ ძლიერი ზემოქმედების, სტრესისა და წნეხის გამო [ადუღებულ წყალში ხარშვა] სტრუქტურა შეიცვალეს. აქვე მინდა იმასაც დაუკვირდე, რომ ეს ზემოქმედება ორივესთვის ერთნაირი იყო, მაგრამ მკვრივი სტაფილო დარბილდა, სუსტი კვერცხი კი გამაგრდა.

სწორედ ასევე ხდება ადამიანებშიც, გარეგნულად ძლიერი ადამიანები, რომლებიც ასეთ ნიღაბს ირგებენ, პირველი დარტყმისთანავე ტყდებიან და ნებდებიან, სუსტები კი, პირიქით ძლიერდებიან.

- გასაგებია, ოსტატო, მაგრამ ყავა რა შუაშია აქ? – გაიკვირვა მოსწავლემ.

- ოოო! ეს ყველაზე საინტერესოა. ყავა გაიხსნა მისთვის არაკომფორტულ გარემოში და შეცვალა ის. მან უფერული და უგემური ადუღებული წყალი უგემრიელეს არომატულ სასმელად აქცია.

ცხოვრებაშიც ასეა – არიან განსაკუთრებული ადამიანები, უბრალოდ მათი რაოდენობა ძალზედ მწირია. ამ ადამიანებს არ აშინებთ პრობლემები, სირთულეები და სოციალური წნეხი. ისინი თავად ქმნიან ამინდს გარშემო. ანუ ასეთ ადამიანს მიუხედავად რთული გარემო-პირობებისა და დიდი პრობლემებისა, შეუძლია თამამად მიიღოს ცხოვრებისეული პრობლემა და საკუთარი რთული ყოფა უკეთესობისაკენ შეცვალოს.

ადამიანი სტაფილო ბევრს იჭიმება, მაგრამ მისი ყოფა და ცხოვრებისეული შედეგები აბსოლუტურად საპირისპიროს მეტყველებს, ვიდრე მისი სიტყვები.
ადამიანი კვერცხი თავიდან სუსტია, მაგრამ რამდენიმე დაცემის შემდეგ, თუ არ დანებდა ძლიერი პიროვნება ხდება.
ადამიანი ყავა კი, არ იცნობს ისეთ მცნებას, როგორიც არის – პრობლემა, რადგანაც ის ყოველ პრობლემაში შესაძლებლობებს ხედავს და ამოცანებად განიხილავს მათ.

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0