x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2017 წლის 11 ყველაზე გარჩევადი და პოპულარული თემა საქართველოში
აი იწურება 2017 წელი და მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მიმდინარე წელს და გავიხსენოთ, რომელი თემები აღელვებდა ყველაზე მეტად ქართულ საზოგადოებას და რა ამბებს მოჰყვა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გამოხმაურება?


1)ციანიდის საქმე-თებერვლის თვეში დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც ბრალად ედებოდა მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება, სკანდალს ზედიზედ ჯაჭვური რეაქციით მოჰყვა საპატრიარქოს შიგნით დატრიალებული ურთიერთდაპირისპირება და ინტრიგები, რომელიც თითქმის მთელი წლის მანძილზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო, დამამთავრებელი აკორდი გახლდათ კათალიკოს -პატრიარქის მიერ 23 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, როდესაც პირველად ისტორიაში ილია მეორემ მესაყდრედ(მემკვიდრე) მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

image

2)ნუცა მახვილაძე-საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაცვლილი მაია ასათანის ქალიშვილის, 18 წლის ნუცას ამბავმა შესძრა მთელი საზოგადოება, მაიას უსამძიმრებდა ყველა განურჩევლად.


image

3)ავტოავარიები-რუსთაველის გამზირზე 26 წლის სოფო ბერიძის გარდაცვალებას ზედიზედ რამდენიმე ავარია მოჰყვა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, რასაც საზოგადოების თუ მასმედიის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, საზოგადოება მოითხოვდა წესების გამკაცრებას იმ მძღოლების მიმართ, რომელებიც სატრანსპორტო საშუალებას მთვრალები ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქცეშ მართავენ.

image

4)ჯემფესტზე გარდაცვლილი გოგონა-4 აგვისტოს ანაკლიაში ჯემფესტის ფესტივალზე ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა, ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ნაწილი ფესტივალის დახურვას, ხოლო ნარკოტიკების გამავრცელებლების უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.

image

5)ხანძრები-ხანგრძლივი გვალვების შემდეგ 20 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, კერძოდ დაბა წაღვერთან დაიწყო ხანძარი, რომელიც ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა, პარალელურად ლოკალური ხანძრები ჩნდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ზოგჯერ ერთ დღეში ერთბაშად 3- 4 ადგილზე, საზოგადოება მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხოლო ნაწილი ყოვლად დაუჯერებელ ვერსიებს განიხილავდა: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებით დაწყებული და " უფლის ხელით" დამთავრებული.

image

6)გუგავა მოვა-რა თქმა უნდა წლის ერთ-ერთი შიდა პოლიტიკური მოვლენა იყო ქალაქი მერების და საკრებულოების თვითმმართველების არჩევნები, ენაკვიმატობით სახელგანთქმულმა ბ-მა შალვა ნათელაშვილმა არც წელს მოაწყინა საზოგადოება და მორიგი ფრთიანი ფრაზით დაგვამახსოვრა წლევანდელი წელი."გუგავა მოვა" განურჩევლად ყველას პირზე ეკერა, დიდს თუ პატარას. და იგი უდავოდ წლის მიმად იქცა.აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ კიდევ ერთი მიმი:მარინა ბერიძის კომენტარი, რომელიც წლის დასაწყისში გააკეთა რესტორანში ნიკა გვარამიას ცემის შემდეგ:"იქ იჯდა თფილისი".

image

7)#მეც. #MeToo-საერთაშორისო ტრენდს ქართველი ქალებიც აჰყვნენ და ერთბაშად რამდენიმე ცნობილი თუ უცნობი ქალი მათ მიმართ განხორციელებულ სექს-ძალადობაზე ალაპარაკდა, მათ შორის პირველი ბაია პატარაიამ დაიწყო, შემდეგ იყვნენ მარი კურტანიძე, ლია ლიქოკელი და ნათია მანია.

image

8) სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე-ტერორისტების აყვანის ოპერაციას მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში დაძაბული ადვნებდა თავლს, იყო უამრავი კითხვები, ვარაუდები, კრიტიკა.შედეგად დაკავებული იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამის ლიკვიდირება მოხდა, დაიღუპა სუს-ის თანამშრომელი ვანო გოლოშვილი და დაიჭრა სპეცსამსახურის ორი თანამშრომელი.

image



9)ხანძარი ბათუმში-24 ნოემბერს სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილმა საშინელმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამაც საზოგადოების შოკირება გამოიწვია.

image

10) ქართველი გეების ქორწილი-ჯერ ხანძრის ვნებათაღელვა არ იყო ჩამქრალი, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ქართველი გეების საქორწინო ცერემონიალი აშშ-ში, სადაც ისინი ქართულ ჩოხაში გამოწყობილები იწონებენ თავს, თითქმის ერთი კვირა სოციალურ ქსელებში მხოლოდ ამ საკითხს განიხილავდა ყველა უკლებლივ.

image

11)მოზარდების მკვლელობა-1 დეკემბერს 51-ე სკოლის მოწაფეებს შორის საქმის გარჩევას ორი სიცოცხლე შეეწირა, ორიოდე დღეში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა წყალტუბოს რაიონში, ამ ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

image

იხილეთ აგრეთვე:2016 წლის 10 ყველაზე გარჩევადი და პოპულარული თემა საქართველოში


3
127
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
127
  
2017, 30 დეკემბერი, 23:46
საინტერესოა ნამდვილად..
2017, 19 დეკემბერი, 15:07
ანალიტიკური სტატიაა, საინტერესოა...
2017, 19 დეკემბერი, 11:29
კარგია.:)
0 1 3