x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
დაავადებები,რომლებიც ნაოჭების გაჩენას იწვევენ
image

ნაოჭების გაჩენას ზოგი ტრაგიკულ მოვლენად აღიქვამს და ნებისმიერი საშუალებით ცდილობს მათგან გათავისუფლებას, ზოგისთვის კი ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც თქვენს დღეგრძელობაზე მიანიშნებს.

შესაძლოა გაგიგონიათ, რომ ზოგიერთი მიმიკური ნაოჭი ადამიანის რბილ ნატურაზე მიანიშნებს? ზოგი ნაოჭი კი მხოლოდ იმის შედეგია, რომ მზისგან დამცავ კრემებს არ იყენებთ და გარუჯვა გიყვართ.

და ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნაოჭები ჩვენი ორგანიზმის და ჯანმრთელობის პრობლემების შედეგიც შეიძლება იყოს. ქვემოთ ჩამოთვლილი 5 სიმპტომი პირდაპირ კავშირშია ნაოჭების გაჩენასთან:



1. ოსტეოპოროზი

2011 წელს იელში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, თქვენი კანი ერთგვარი სარკმელია, რომელიც ძვლების მდგომარეობას აირეკლავს. კვლევაში 40-დან 50-წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ქალბატონი მონაწილეობდა, რომელთაც მენოპაუზა ჰქონდათ. გაირკვა, რომ იმ ქალბატონებს, რომელთაც ყველაზე მეტად ჰქონდათ გამოხატული ნაოჭები, ძვლოვანი ქსოვილის ყველაზე დაბალი სიმტკიცე აღენიშნებოდათ.

“კანი და ძვლები ერთდროულად იყენებენ ერთ საშენ მასალას, ცილების ჯგუფს, რომელიც კოლაგენის სახელითაა ცნობილი"-ასე ხსნის ამ ფაქტს ლუბნა პელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სხვადასხვა პროგრამის მკვლევარი.


2. გულის დაავადებები

image

ყურის ბიბილოზე გაჩენილი დიაგონალური ნაკეცი შესაძლოა გულის დაავადებაზე მიანიშნებდეს. სკანირების შედეგად შეგროვილი მონაცემების მიხედვით, ადამიანები, რომელთაც ეს ნაოჭი აღენიშნებოდათ, რომელსაც სხვანაირად ფრანკას ნიშანსაც უწოდებენ, უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი გულის დაავადებებისადმი, ვიდრე ისინი, ვისაც გლუვი ბიბილოები ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ გულის დაავადებების დროს ყურის უწვრილეს კაპილარებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ნაოჭის გაჩენაც ამის შედეგია.


3.მაღალი არტერიული წნევა

ქალები, რომლებიც ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან დაგვიან ბერდებიან, დაბალ არტერიულ წნევას ატარებენ. ამას ადასტურებს 2013 წელს ნიდერლანდებში ჩატარებული კვლევა.


4. სტრესი

image

ექიმები აღნიშნავენ, რომ გამუდმებული სტრესი ნაოჭების გაჩენას იწვევს. სტრესის დროს ორგანიზმში დიდი რაოდენობით კორტიზოლი გამოიყოფა, რომელიც კოლაგენს ანადგურებს. დაძაბულობის დროს კი ადამიანს გამუდმებით შუბლი აქვს შეჭმუხნული, რაც მასზე ნაოჭების გაჩენას იწვევს, თუმცა, არა მხოლოდ შუბლზე.


5.ბევრი შაქარი

თუ თქვენ გამუდმებით მიირთმევთ ტკბილეულს, ეს სწორედ რომ ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. ორგანიზმში მოხვედრილი შაქარი სხვადასხვა ქიმიურ პროცესებს გადის, ის უერთდება ცილებს და გლიკირებულ პროდუქტად ყალიბდება, რომელსაც კოლაგენზე ისეთივე დამღუპველი გავლენა აქვს, როგორც კორტიზოლს. თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ და ცოცხალი თავით ვერ თმობთ-მაშინ შეეცადეთ შოკოლადები და კანფეტები ხილზე მაინც გადაცვალოთ





0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0