x
მეტი
  • 23.04.2018
  • სტატია:76339
  • ვიდეო:328984
  • სურათი:432545
ქვეყნები, რომლებიც ახალ წელს არ აღნიშნავენ. საუდის არაბეთში კი "ეს" კანონით ისჯება

2018 წლის დადგომას დიდი თუ პატარა რიგი სამზადისით ელოდება- ნაძვის ხე, მანათობლები, მაშხალები, ფეიერვერკები, უამრავი ტკბილეული, გოჭი, საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელები და ა.შ. ეს ყველაფერი ახალი წლის დღესასწაულისთვის მახასიათებელი კომპონენტებია და ვინ ქუჩაში ხვდება მას შესაბამისი გართობით, ვინ ოჯახში აგრძელებს მეკვლის ტრადიციას, თუმცა გაგიკვირდებათ და არსებობს ქვეყნები, სადაც ახალი წლის ტრადიციული ზეიმი 1 იანვარს არ აღინიშნება და მათთვის ეს და მომდევნო დღეები, არსებული- ჩვეული რიტმით, ძილითა თუ სამსახურით ჩაივლის ხოლმე.



image



1. საუდის არაბეთი. საუდის არაბეთის რელიგიურმა პოლიციამ აუკრძალა მოსახლეობასა თუ იქ ემიგრირებულ სხვა ნებისმიერ მოქალაქეს ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია. ისლამური მქადაგებლების უმაღლესი კომიტეტის თანახმად ასევე აიკრძალა მაღაზიებში ამ დღესთან დაკავშირებული ნივთების, საჩუქრებისა და ყვავილების გაყიდვა. ამიტომ ეს დღე საუდის არაბეთში წმინდა კონსერვატიული წესით ჩაივლის ხოლმე, რასაც ხელს უწყობენ სამართალდამცავები, რომლებიც დადიან ქუჩაში და ამყარებენ სრულ კონტროლს. ისლამური კალენდრის მიხედვით კი ახალ წელს, იგივე ბუნიობას 21 მარტს აღნიშნავენ.image




2. ირანი. ირანში არ არსებობს 1 იანვარს ახალი წელი, იქ ცხოვრობენ საკუთარი კალენდრის მიხედვით და დღეს იქ 1395 წელია. მათ გააჩნიათ ომარ ხაიამის მიერ შექმნილი ასტრონომიული მზის კალენდარი, რომელსაც უბრალოდ დრო და დრო ანახლებენ. რაც შეეხება ახალ წელს, ირანში მას აღნიშნავენ გაზაფხულის პირველ დღეს- 22 მარტს, რაც ასევე გრიგორიანულ კალენდარს ემთხვევა და მას ნოვრუზს უწოდებენ. ნოვრუზს აღნიშნავენ ასევე სხვა ქვეყნები, სადაც ძველი სპარსული ტრადიციებია შემონახული, თუმცა 1 იანვარს აღინიშნავს ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ყირგიზეთი, ალბანეთი და მაკედონია.image




3. ინდოეთი. ინდოეთში მრავალი მულტიკულტურული ფესტივალი არსებობს. თუმცა არც ამ დღეებში იკეტება დაწესებულებები, ხოლო ხალხის მასის ნახვა თუ მოუნდება ვინმეს, სწორედ ამ დღესასწაულს უნდა მიაშუროს. რაც შეეხება ახალ წელს კი, იგი რა თქმა უნდა 1 იანვარს არ აღინიშნება. გარდა ამისა, ინდოეთის სუბკონტინენტს აქვს რამდენიმე ვარიანტი ახალ წელთან დაკავშირებული. ეროვნული კალენდრის მიხედვით ახალი წელი იქ 22 მარტს იწყება და მახარაშტრაში ამ დღესასწაულს ეძახიან "გუდი პადვას", ხოლო ანდხრა პრადეშში კი "უგადი"-ს; კერალში აღნიშნავენ 13 აპრილს და მას უწოდებენ "ვიშუ"-ს; სამხრეთ ინდოეთში კი შემოდგომით აღნიშნავენ "დივაპალის", რაც სწორედ რომ "ახალ წელს" ნიშნავს.image




4. ისრაელი. ისრაელში 1 იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, როგორც დანარჩენი, თუ რა თქმა უნდა ის შაბათს არ დაემთხვა (შაბათი ებრაელების წმინდა დღეა). ახალ წელს კი აღნიშნავენ შემოდგომით (სექტემბერ-ოქტომბერში) სავსე მთვარის თიშრის დღეს და ამ დღესასწაულს უწოდებენ როშ ჰაშანას. დღესასწაული გრძელდება 2 დღე და შთამბეჭდავია თავისი ტრადიციებითა და რიტუალებით. თუმცა მაინც გავს ჩვენს ახალ წელს იმით, რომ ხალხის განსაზღვრული ნაწილი ხვდება ქუჩაში გართობით, უმეტესი კი ოჯახსა და მეგობრებთან ერთად.image




5. ჩინეთი. ჩინეთში 1 იანვარი საკმაოდ ჩვეულებრივად ჩაივლის ხოლმე. დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებსაც დღევანდელი ტრადიცია სწამთ და მისდევენ, ახდენენ ექსპორტს ხელოვნური ნაძვის ხეების, "სანტა-კლაუსების" (თოვლის პაპა), სათამაშოების, შაშხანების, მოსართავი ნივთების, თოჯინების და სხვათას. ამ ყველაფერს კი აკეთებენ უფრო შობის დღესასწაულისთვის და არა ახალი წლისათვის. ჩვენგან განსხვავებით ჩინეთში ახალ წელს ზეიმობენ არა კალენდრის, არამედ მთვარის მიხედვით და მათ იგი მე–20 საუკუნეში იზეიმეს 1949 წლის 27 სექტემბერს.image


3
240
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
240
  
2017, 18 დეკემბერი, 21:57
კარგი და საინტერესო სტატიაა... ისე სულ ისეთი ქვეყნები მოხვდნენ, არც გაუკვრიდება ადამიანს არაფერი
2017, 18 დეკემბერი, 12:55
არც მე მხიბლავს დიდად ახალი წელი, მთვრალი საზოგადოება და გზებზე გალეშილი" მძღოლების თარეშეი–"დღეს დღესასწაულია და არ დამსჯიან" მენტალიტეტით". :(
2017, 18 დეკემბერი, 12:13
სულ პირველ სურათზე არაბ ქალს პირბადე ჰიჯაბზე რომ უკეთია, არ დასჯიან ნეტა?(((
0 1 3