x
მეტი
  • 19.07.2018
  • სტატია:78738
  • ვიდეო:331472
  • სურათი:435427
არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?!

image

არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ეს კაცობრიობისათვის ყოველთვის აქტუალური კითხვაა და მიეკუთვნება მეცნიერულ, ფილოსოფიურ და რელიგიურ თემას. ბევრი ადამიანისათვის სიკვდილზე ფიქრი პანიკურ შიშს იწვევს, რადგან ეს არის ნაბიჯი შეუცნობელში.არავინ იცის რა ხდება გარდაცვალების შემდეგ, სად მიდის ჩვენი გონება, სული.

მეცნიერების თვალსაზრისით, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ გადადის სხვა, პარალელურ სამყაროში, სადაც კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს.

არაერთი რელიგიის რწმენით კი, ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ მიემგზავრება ჯოჯოხეთში ან სამოთხეში, ეს დამოკიდებულია მისი ცხოვრების მანძილზე ჩადენილ ცოდვებზე და იგი ფასდება გარდაცვალების მომენტის მდგომარეობით.სწორედ ამიტომ ადამიანი გამუდმებით უნდა ფიქრობდეს სიკვდილზე, რათა სიცოცხლის ბოლო წამებში რაც შეიძლება ნაკლები ცოდვით იყოს დამძიმებული.რაც შეეხება სხეულს, მასზე ნათქვამია, რომ “მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი".

განსხვავებულია ამ თემაზე მათი აზრი, ვისაც რეინკარნაციის სწამს.ისინი ფიქრობენ, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული გადადის სხვა არსებების სხეულში და ასე აგრძელებს უსასრულოდ ცხოვრებას.

კაცობრიობის უმრავლესობას ისიც აინტერესებს, რა ემართება, რა განცდები აქვს ადამიანს გარდაცვალების მომენტში.ამის პასუხად კარგი მაგალითია რუსეთში XIX საუკუნის ბოლოს მომხდარი ფაქტი, როდესაც მამაკაცი გარდაცვალების შემდეგ კვლავ გაცოცხლდა უკვე მორგში და მისი განცდები აღწერა.იგი ამბობდა, რომ ჩვეულებრივ ხედავდა სამედიცინო პერსონალს, უყვიროდა მათ, თუმცა ხმას ვერ აგონებდა, ზამთრის მიუხედავად, ვერ გრძნობდა სიცივეს, შეეძლო კედელში გასვა, მისი სხეული სიცარიელედ, ხელშეუხებლად იქცა.ის ასევე ამბობდა, რომ ზეცისა და მიწისაკენ იზიდავდნენ კეთილი და ბოროტი ძალები.საბოლოოდ, მან უფილსგან მიიღო განაჩენი, რომ მისი გარდაცვალების დრო არ იყო დამდგარი.

ბუნებრივია, მეცნიერები ასეთ ფაქტებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ეს ადამიანთა ცრუ წარმოდგენები და ქვეცნობიერი.

თქვენთვის საინტერესო სტატიები:

1.რატომ გვეშინია სიკვდილის?


2.რატომ მიმართავენ ადამიანები თვითმკვლელობას?!


3.ყველაზე უცნაური და კურიოზული თვითმკვლელობები


4.ყველაზე უცნაური და კურიოზული სიკვდილის შემთხვევები


5.ყველაზე უცნაური და კურიოზული სიკვდილის შემთხვევები (ნაწილი2)

0
384
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0