x
მეტი
  • 21.01.2018
  • სტატია:73272
  • ვიდეო:326309
  • სურათი:428891
შენ აუცილებლად ჩაჯდები ციხეში ~ ყოფილი პატიმრის მიმართვა სააკაშვილს

image


ყოფილი პატიმარი და ჟურნალისტი ერეკლე ცოცანიძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. ძალიან არ მინდა ადამიანები მძულდეს, მოყვასის სიყვარულით ვცხოვრობ და სხვანაირად არც ვაპირებ, თუმცა არ შეიძლება იმის დავიწყება, რაც შენ საქართველოში ჩაიდინე. რეჟიმი, რომელიც ციხეში შექმენი და სისტემა, რომელიც ადამიანებს ფსიქოლოგიურად შლიდა. მე მინახავს ნაწამები ადამიანები, რომელსაც დასცინოდნენ და სულში აფურთხებდნენ. ცემაში კლავდნენ და ასე ცოცხალმკვდარებს აბრუნებდნენ კამერაში და მხოლოდ იმის გამო, რომ ავადმყოფ თანასაკნელს წყალი მიაწოდეს. მე მინახავს, როგორ ღმუოდნენ ტკივილისგან ადამიანები, რომლებიც წამლის მაგივრად ოფიცრებისგან მხოლოდ გინებას იღებდნენ. მინახავს, როგორ გაჰქონდათ ციხის საავადმყოფოდან ყოველდღიურად პატიმართა ცხედრები. შენ ვერც კი წარმოიდგენ, რას ნიშნავს, როცა უყურებ მიცვალებულს და ფიქრობ, რომ შემდეგი შენ იქნები. შენ ეს ყველაფერი უნდა გაიარო, ამის მინიმუმი მაინც. გპირდები, როცა ეს დღე დადგება, თავს გავანებებ ყველაფერს და რადაც არ უნდა დამიჯდეს გავხდები იმ სართულის ოფიცერი, სადაც შენ ჩაგსვავენ და ჯოჯოხეთს მოგიწყობ. ისეთ ჯოჯოხეთს, რომ სიკვდილს ინატრებ, ბატონო პრეზიდენტო.

0
516
5-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0