x
მეტი
  • 21.01.2018
  • სტატია:73272
  • ვიდეო:326309
  • სურათი:428891
რატომ აიკრძალა ბავშვების საყვარელი სერიალი ,,გოჭი პეპა" ავსტრალიის ტელევიზიაში

image

“გოჭი პეპა" ინგლისური ანიმაციური ტელესერიალია ბავშვებისათვის, რომელიც უკვე 180 ქვეყანაშია გაყიდული და ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და თითქმის ყველა ბავშვმა იცის ამ ანიმაციური სერიალის შესახებ. ის ხუთი სეზონის, 260 ეპიზოდისა და 3 სპეციალური სერიისაგან შედგება.პირველი სეზონი 52 ეპიზოდით 2004 წლის მაისში გავიდა მე-5 არხზე.

სერიალის მთავარი გმირი გოჭი პეპაა, რომელიც თავის ძმა ჯორჯთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.სერიალის ყველა ეპიზოდში პეპასა და მის ოჯახს ახალ-ახალი ისტორიები გადახდებათ ხოლმე თავს.ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში, რომლის სათაურია “წვრილფეხა"(ქართულად გახმოვანებული ვერსია), გოჭი პეპა ობობის დანახვისაგან შეშინებული მშობლებთან გარბის ყვირილით.მამა ამშვიდებს შვილს, რომ მას პანიკის საფუძველი არ აქვს და ობობები არაფერს დაუშავებენ.გოჭი პეპაც უჯერებს მამას და ობობასთან ერთად განაგრძობს თამაშს.


სწორედ ეს ეპიზოდი და მისი შინაარსი გახდა ავსტრალიის ტელევიზიაში აკრძალვის საბაბი.საქმე იმაშია, რომ ავსტრალიაში ობობების უმრავლესობა შხამიანია და სტატისტიკის მიხედვით, ავსტრალიაში 2000-დან 2013 წლამდე საავადმყოფოებში ობობის ნაკბენის გამო 12 600 ადამიანი მოხვდა.სწორედ ამიტომ ტელემაუწყებლობამ განაცხადა, რომ “გოჭი პეპას" ზემოთხსენებული ეპიზოდი შეუსაბამო იყო ავსტრალიის ტელევიზიისათვის, რადგან ბავშვებისათვის რჩევა, რომ ობობები საშიში არაა, არც თუ ისე კარგია.

0
205
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0